პრემიერი - როდესაც ადეიშვილი ევროკავშირში ოფიციალური თანამდებობის პირებს ხვდება, ეს შემაშფოთებელია, საზოგადოებას კითხვები უჩნდება - იმისთვის, რომ ხალხს ნეგატიური აღქმა არ ჩამოუყალიბდეს, ასეთი ვიზიტები უნდა შეწყდეს

როდესაც ზურაბ ადეიშვილი ევროკავშირში ოფიციალური თანამდებობის პირებს ხვდება, ეს შემაშფოთებელია. საზოგადოებას უჩნდება კითხვები, რამდენად არის ევროპული ბიუროკრატია სამართლის საფუძვლებისა და სამართლიანი სახელმწიფოს პრინციპების ერთგული , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, იმისთვის, რომ საზოგადოებას ევროპულ სამართალთან დაკავშირებით კითხვები არ გაუჩნდეს, ზურაბ ადეიშვილი ევროპელ ოფიციალური თანამდებობის პირებს არ უნდა შეხვდეს.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ მსგავსი ადამიანების თავისუფლად გადაადგილება შეწყდეს, მთავრობა ყველანაირ სამართლებრივ ფორმას გამოიყენებს.

„ჩვენთვის შემაშფოთებელია, რომ ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან [დავით] კეზერაშვილი, [ზურაბ] ადეიშვილი, [გია] ლორთქიფანიძე და სხვები ევროპის მასშტაბით თავისუფალი მიმოსვლით სარგებლობენ. ამ ადამიანებს უმძიმესი დანაშაულები აქვთ ჩადენილი. ასევე, საფუძვლიანი ეჭვი არსებობს იმისა, რომ ეს ადამიანები ევროკავშირის მოქალაქეების წინააღმდეგ დანაშაულებს დღესაც ჩადიან. როგორც გახსოვთ, ამაზე BBC-მაც გადაიღო ფილმი. ჯერ ქართველებს ძარცვავდნენ, ახლა ევროპელებს ძარცვავენ, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია.

როდესაც ზურაბ ადეიშვილი ევროკავშირში ოფიციალური თანამდებობის პირებს ხვდება, ეს შემაშფოთებელია. ამას საზოგადოება უყურებს და მათ შეიძლება გაუჩნდეთ კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად არის ევროპული ბიუროკრატია სამართლის საფუძვლებისა და სამართლიანი სახელმწიფოს პრინციპების ერთგული. იმისთვის, რომ ხალხს ასეთი ნეგატიური აღქმა არ ჩამოუყალიბდეს, ასეთი ვიზიტები უნდა შეწყდეს.

იმისთვის, რომ ამ ადამიანების გადაადგილება შეიზღუდოს, ჩვენ ყველანაირ სამართლებრივ ფორმას გამოვიყენებთ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს