შალვა პაპუაშვილი - ფასებზე რაღაც კამპანიის რეკლამირებაში ასიათასობით დოლარს იხდიან, ამ ყველაფერს ვინ დაიჯერებს? - ერთი-ორი კვირა თავს შეიქცევენ და ბოლოს იქ დაბრუნდებიან, სადაც მათი ადგილია, სააკაშვილისთვის თავისუფლების მოთხოვნაში

საკითხის მიმართ მათ [ნაციონალური მოძრაობის] დამოკიდებულებას სწორედ ის აჩვენებს, როცა ასიათასობით დოლარს ხარჯავენ იმაში, რომ ფასებთან დაკავშირებით რაღაც კამპანია ააგორონ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სინამდვილეში, მთლიანად ეს კამპანია ხელოვნურია და ამიტომაც შეერქვა როზნერის კამპანიის სახელი.

,,ამ კამპანიაში "ნაციონალური მოძრაობისთვის" ბუნებრივი არაფერი არ არის. "ნაცმოძრაობა" ის პარტიაა, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ისეთი ლიბერტანიალური მიდგომით იყო, რომ მოსახლეობაზე, ადამიანზე საერთოდ არ ფიქრობდა, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით, ხოლო მათ ოპოზიციიდან არაფერი გახსენებიათ საკუთარი ბელადის, მიხეილ სააკაშვილისა და მისი თავისუფლების გარდა. ახლა ეს ჩვეულებრივი პიარკამპანიაა, როგორც კი, ეს პიარკამპანია თავის დროისა და გრაფიკის რაღაც ნიშნულს გაივლის, შემდეგ ისე ჩაიფუშება, როგორც ბევრი სხვა კამპანია ჩაფუშულა. პოპულისტური თემები სხვადასხვა ქვეყანაში გამოცდილია და ამიტომაც ჰყავთ უცხოელი დაქირავებული კონსულტანტი, რომელშიც ათიათასობით დოლარს იხდიან. შემდეგ ამის რეკლამირებაში ასიათასობით დოლარს იხდიან და ამ დროს, ეს პარტია ფასებზე საუბრობს? ამ ყველაფერს ვინ დაიჯერებს? - ალბათ, ამით ერთი-ორი კვირა თავს შეიქცევენ და ბოლოს იქ დაბრუნდებიან, სადაც მათი ადგილია - მათი ადგილია მიხეილ სააკაშვილისთვის თავისუფლების მოთხოვნაში. მათი ბუნებრივი მდგომარეობა ესაა, მათ სხვა არაფერი ბუნებრივად არ გამოსდით, რადგან მხოლოდ საკუთარ ბელადზე ჩამოკიდებული პარტია არიან.

რა თქმა უნდა, ოპოზიციის მხრიდან ფასებზე საუბარი პოპულიზმია. ამ ხარჯებში ის არ ჩანს, რასაც საბოლოო ჯამში ტელევიზიებში ხარჯავენ. საკითხის მიმართ მათ დამოკიდებულებას სწორედ ის აჩვენებს, როცა ასიათასობით დოლარს ხარჯავენ იმაში, რომ ფასებთან დაკავშირებით რაღაც კამპანია ააგორონ. ეს მათთვის არაბუნებრივია და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ყველაფერს თავადაც მალე მიხვდებიან და შეეშვებიან”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო