ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აქცია ლოზუნგით - “ნარკოტიკი კლავს“, “შეაჩერეთ ერის გენოციდი”  გამართეს

“შეაჩერეთ ერის გენოციდი”, “ნარკოტიკი კლავს”, - ამ ლოზუნგებით ბათუმში ევროპის მოედანზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქალთა ორგანიზაციის წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

როგორც შეკრებილებმა აღნიშნეს, ამ ფორმით ცდილობენ, ხელისუფლებას ხმა მიაწვდინონ, რათა ნარკოტიკს უამრავი ახალგაზრდას სიცოცხლე ეწირება.

“აქ შევიკრიბეთ დედები, ვისაც ჩვენი შვილების მომავალო გვაღელვებს. ხედავთ რა მდგომარეობა გვაქვს, აიღოს სახელმწიფომ პასუხისმგებლობა და ნარკოპოლიტიკას გადახედოს”, - ამბობენ შეკრებილები.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება