იენს სტოლტენბერგი - რუსეთი ძალიან დიდ ფასს იხდის უმნიშვნელო მიღწევებისთვის, პუტინის ომს უკვე 350 000-ზე მეტი რუსი სამხედრო ემსხვერპლა

რუსეთმა უკრაინაში 350 000-ზე მეტი სამხედრო დაკარგა. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პოლონეთის პრეზიდენტ, ანჯეი დუდასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“რუსეთი ძალიან დიდ ფასს იხდის უმნიშვნელო მიღწევებისთვის. ხმელეთზე, პუტინის ომი რუსეთს უკვე 350 000 სამხედრო დანაკარგზე მეტი დაუჯდა. ზღვაში, უკრაინულმა დარტყმებმა ჩაძირეს ან მწყობრიდან გამოიყვანეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მნიშვნელოვანი ნაწილი. ცაში, უკრაინა რუსეთის საკვანძო ობიექტებს აგდებს, მათ შორის ძარიან ძვირფას სადაზვერვო თვითმფრინავებს”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

გენერალურმა მდივნის თქმით, უკრაინამ აჩვენა, რომ სიმამაცითა და კრეატიულობით “რუსეთის სამხედროების დამარცხება შესაძლებელია”.

სტოლტენბერგმა ასევე გააკრიტიკა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შესახებ საკითხის კენჭისყრაზე გამოტანის გაჭიანურება.

“აშშ-ის კონგრესის დაყოვნების ყოველი დღე ბრძოლის ველზე რეალურ შედეგებში გადადის. ამ დილით ალიანსის მასშტაბით გამოკითხვის ბოლო შედეგები გამოვაქვეყნე. ის აჩვენებს, რომ ჩვენი მოქალაქეების ორ მესამედს - ატლანტიკის ორივე მხარეს - სურს, რომ მათმა ქვეყანამ უკრაინის მხარდაჭერა გააგრძელოს”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება