პრემიერი აგვისტოს ომის გამოძიებაზე - მე არჩევნებამდე ამ თემას არ შევეხებოდი, მაგრამ ეს პარლამენტის გადასაწყვეტიცაა - ქართველ ხალხს „ნაციონალური მოძრაობისთვის“ განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს

ეს თემა მე არ წამომიწევია. მე არჩევნებამდე ამ თემას არ შევეხებოდი, მაგრამ ეს პარლამენტის გადასაწყვეტიცაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2008 წლის, აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხად განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ჰააგასა და სტრასბურგის საქმეების დასრულების შემდეგ, 2008 წლის ომთან დაკავშირებული თემების გამოძიების მეტი საშუალება არსებობს, რადგან ქართველ სამხედროებს საფრთხე აღარ ემუქრებათ.

ამასთან, კობახიძის თქმით, საკითხი პარლამენტის გადასაწყვეტია.

„ჩვენ ორი უმნიშვნელოვანესი სასამართლო პროცესი მოვიგეთ ერთი ჰააგაში და მეორე სტრასბურგში. ერთ შემთხვევაში, რუსული მხარე ქართველ სამხედროებს სამხედრო დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებდა, ხოლო მეორე შემთხვევაში, ადამიანის უფლებების დარღვევაში სდებდა ბრალს. არავისთვის მიგვიცია იმის საშუალება, ქართული ჯარისთვის დაებრალებინა ის, რაც არ გაუკეთებიათ. რა თქმა უნდა, ჰააგასა და სტრასბურგის საქმეების დასრულების შემდეგ, მეტი საშუალება არსებობს 2008 წლის ომთან დაკავშირებული თემების გამოძიების, რადგან ქართველ სამხედროებს საფრთხე აღარ ემუქრებათ.

ეს თემა მე არ წამომიწევია. მე არჩევნებამდე ამ თემას არ შევეხებოდი, მაგრამ ეს პარლამენტის გადასაწყვეტიცაა. ქართველ ხალხს „ნაციონალური მოძრაობისთვის“ განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს. ხალხი ამ თემაზე არ საუბრობს, მაგრამ მათ ყველაფერი იციან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება