არჩილ თალაკვაძე ოპოზიციაზე - ხალხი უყურებს იმავე ადამიანებს, ვინც არბევდა, ტელევიზიებში იჭრებოდა, ადამიანებს აწამებდა -  ესენი ყველა არიან ერთი „ნაციონალური მოძრაობა“ , რომლის კლონირების პროცესსაც  ვადევნებთ თვალს

ოპოზიციაში არის ძალიან დიდი ინფლაცია. ჯერ რომ შეხედოთ, რამდენი გამარჯვებული პარტია ჰყავთ, მარტო მაგით მიხვდებით, რომ ინფლაცია აქვთ. ყველა ამბობს, რომ პირველ ადგილზე ვარ გასულიო, არჩევნებამდე 8-9 თვით ადრე, ყველა ამბობს, რომ კოალიციას ჩემთან ვინ შექმნის, მე უნდა ავირჩიოო, ყველა ამბობს, რომ ჩემი ლიდერი ყველაზე მაგარი ლიდერიაო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, ოპოზიციურ ფლანგზე ხალხი უყურებს ერთსა და იმავე ადამიანებს, რისი მაგალითიც გვარამია-მელიას გაერთიანებაა.

როგორც თალაკვაძე აცხადებს, ძველი „ნაციონალური მოძრაობა“ სასოწარკვეთილ მდგომარეობაში, რის გამოც, არის მცდელობა, მოხდეს მისი კლონირება და „ნაცმოძრაობიდან“ წასული ადამიანებისგან ახალი პოლიტიკური პარტიების შექმნა.

„შეიქმნა გვარამია-მელიას პარტია, "ახალი" დაარქვეს. რეალურად მაგ პარტიას უნდა ერქვას , "რომელი რომელია", იმიტომ, რომ ხალხი უყურებს იგივე ადამიანებს, ვინც არბევდა, ტელევიზიებში იჭრებოდა, ადამიანებს აწამებდა და ვისი საქმეებიც დღემდე სასამართლოს ვერ დაუმთავრებია, გინდა საერთაშორისოს და გინდა ადგილობრივს, იმდენი დარღვევები და დანაშაულები მოჰყვებათ ამათ. მართლა ვერ გაიგებ, რომელი რომელია, ყველა ესენი არიან ერთი - „ნაციონალური მოძრაობა“. ახლა უბრალოდ თვალს ვადევნებთ „ნაციონალური მოძრაობის“ კლონირების პროცესს. ძველი „ნაციონალური მოძრაობა“ არის სასოწარკვეთილ მდგომარეობაში, დაშლილია და ამ გაქცეულ ხალხს, ვინც ზოგჯერ მედიას, ზოგჯერ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ზოგჯერ სხვა ქვეყნებს აფარებდა თავს, აგურ-აგურ, 1 და 2%-იანი აგურები გააქვთ ამ დაშლილი „ნაციონალური მოძრაობიდან“ და რას აშენებენ, თვითონაც არ იციან. რა თქმა უნდა, ჩვენ დაგვეხმარება მათი ასეთი დაშლა, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, იმიტომ, რომ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადავდივართ, არის 5%-იანი ბარიერი, რასაც საქართველო გადაჰყავს უფრო სტაბილურ პოლიტიკაზე, უფრო ძლიერ პარტიულ პოლიტიკაზე, სადაც არასტაბილური, უშინაარსო, მერყევი პარტიები ვეღარ მიიღებენ ხალხისგან მანდატს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ "იმედის" ეთერში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება