ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში დაცული ტერიტორიების განვითარების შესაძლებლობების განხილვის მიზნით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, რაჭაში, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში დაცული ტერიტორიების განვითარების შესაძლებლობების განხილვის მიზნით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრებზე საუბარი შეეხო რაჭაში დაცული ტერიტორიების განვითარებისა და ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის პოტენციალის შესწავლის მნიშვნელობის საკითხებს.

„მოგეხსენებათ, რაჭის რეგიონი განსაკუთრებული ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოსახლეობის ჩართულობითა და მათთან კონსულტაციების საფუძველზე, რაჭაში, დაცული ტერიტორიების განვითარებით და ახალი დაცული ტერიტორიების პოტენციალის შესწავლით, ხელი შევუწყოთ უნიკალური ეკოსისტემების, ლანდშაფტების დაცვას და რეგიონის ეკონომიკური და ტურისტული შესაძლებლობების განვითარებას“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კარლო ამირგულაშვილმა.

უწყების ცნობით, აღსანიშნავია, რომ გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული 6 წლიანი პროგრამა, „ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში“ რომელსაც, დაცული ტერიტორიების სააგენტო ახორციელებს, სოციალურ-ეკონომიკური კომპონენტის ფარგლებში, თემის საჭიროებებზე მორგებული ინიციატივების უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

„აღნიშნულის ფარგლებში, დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრები ადგილობრივი თემების წარმომადგენლებთან და დაინტერესებულ მხარეებთან, სადაც მოხდება თემის საჭიროებების იდენტიფიცირება და მათ საჭიროებებზე მორგებული სოციალურ-ეკონომიკური პროექტების განხორციელება.

შეხვედრებს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მერიის, საკრებულოს, ადგილობრივი თემებისა და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება