„1+4“ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა დაფინანსების მოცულობა გაორმაგდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, 2024-2025 სასწავლო წლიდან ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (1+4) ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსება გაორმაგდა – სწავლა ყოველწლიურად 100-100 სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი სტუდენტის ნაცვლად 200-200 სტუდენტს დაუფინანსდება.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, აღსანიშნავია, რომ „1+4“ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსება შეადგენს 450 000 – 450 000 ლარს და დაფინანსების მოცულობა ყოველწლიურად კიდევ უფრო გაიზრდება.

„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება „1+4“ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა დაფინანსების მოცულობის გაორმაგება.

მოგეხსენებათ, „1+4“ საგანმანათლებლო პროგრამა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ აბიტურიენტთათვის სპეციალური საშეღავათო პოლიტიკის ფარგლებში ხორციელდება და მათ შესაძლებლობას აძლევს, გამარტივებული გზით მოიპოვონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება და კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამის ათვისებამდე გაიუმჯობესონ ქართული ენის ცოდნა. კერძოდ, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ სტუდენტებს, „1+4“ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, სასურველ უნივერსიტეტში სწავლა მხოლოდ უნარების გამოცდის მშობლიურ ენაზე ჩაბარების საფუძველზე შეუძლიათ.

„1+4“ საგანმანათლებლო პროგრამა სტუდენტებისთვის, გამარტივებული ჩარიცხვის წესთან ერთად, დაფინანსებასაც გულისხმობს. სტუდენტებს მშობლიურ ენაზე გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, უფინანსდებათ სწავლა ქართული ენის მომზადების პროგრამაზე, რომლის დასრულების შემდგომ ისინი ასევე სრული დაფინანსებით აგრძელებენ სწავლას იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მათთვის სასურველ საგანმანათლებლო პროგრამაზე“,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება