გენერალური პროკურატურის ორგანიზებით, არასრულწლოვანთა ცენტრალური მულტიდისციპლინური საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს გენერალური პროკურატურის ორგანიზებით და ევროკავშირის პროექტის „მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის ხელშეწყობა საქართველოში“ მხარდაჭერით, არასრულწლოვანთა ცენტრალური მულტიდისციპლინური საბჭოს შეხვედრა გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრა საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, ნათია მერებაშვილმა გახსნა.

„შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, იურიდიული დახმარების სამსახურის უფროსი დავით სიმონია, ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამების მენეჯერი ანტონიო დალ ბორგო, ევროკავშირის პროექტის უფროსი ექსპერტი რენატე ვინტერი, გაეროს ბავშვთა ფონდის, გენერალური პროკურატურისა, სასამართლოსა და სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები.

გენერალური პროკურორის მოადგილემ ისაუბრა არასრულწლოვანთა ადგილობრივი საკოორდინაციო მექანიზმის როლსა და მნიშვნელობაზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების განვითარებაში. როგორც ნათია მერებაშვილმა აღნიშნა, არასრულწლოვანთა ადგილობრივი საკოორდინაციო მექანიზმი ნამდვილად ქმნის უწყებებს შორის კოორდინაციის ხელშეწყობისთვის ეფექტიან პლატფორმას, რაც ხელს უწყობს ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე დაფუძნებული და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების განხორციელებას.

შეხვედრაზე პროკურატურის წარმომადგენლებმა მულტიდისციპლინური საბჭოს წევრებს ინფორმაცია მიაწოდეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის და სამომავლო გეგმების შესახებ. ასევე, საბჭოს სხდომის მონაწილეებს მიეწოდათ შემაჯამებელი ინფორმაცია 2023 წლის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში, პროკურატურის ინიციატივით გამართული არასრულწლოვანთა ადგილობრივი მულტიდისციპლინური საბჭოების სხდომების მუშაობის შედეგების შესახებ. შეხვედრაზე ყველა მონაწილე უწყებამ წარმოადგინა ინფორმაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით არსებული მდგომარეობის, გამოწვევებისა და მიღწევების შესახებ.

შეხვედრის ბოლოს, ევროკავშირის პროექტის უფროსი ექსპერტის მიერ გაზიარებული იქნა რეკომენდაციები ცალკეული უწყების მიერ ბავშვის უფლებების დაცვის მიმართულებით განსახორციელებელი აქტივობების შესახებ.

პროკურატურა აქტიურად გააგრძელებს საკოორდინაციო მექანიზმის მხარდაჭერას, პარტნიორ უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის მექანიზმების დახვეწის მიმართულებით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება