ნინო თანდილაშვილმა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში აშშ-ის ელჩს უმასპინძლა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი საქართველოს ერთ-ერთ უძველეს და უნიკალურ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს ესტუმრა და საქართველოს დაცული ტერიტორიების მართვის სპეციფიკას და რეინჯერთა საქმიანობას გაეცნო.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ელჩს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა უმასპინძლა.

„საუბარი შეეხო გარემოს დაცვის და დაცული ტერიტორიების მიმართულებით საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ წარმატებულ და მჭიდრო თანამშრომლობის საკითხებს. მხარეებმა სამომავლო ინიციატივებზე, მათ შორის, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების საკითხებზე იმსჯელეს.

აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო ამერიკის შეერთებულ შტატებთან მრავალი წელია წარმატებით თანამშრომლობს არაერთი მიმართულებით. ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, საფუძველი ჩაეყარა პროექტებს როგორც უნიკალური ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის, ასევე, ეკოტურიზმის განვითარებისა და დაცული ტერიტორიების სისტემის ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებებით.

გარდა ამისა, დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ამერიკის შეერთებული შტატების სატყეო სამსახურთან (US Forest Service), რომელიც მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს დაცულ ტერიტორიებს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის თვალსაზრისით. ხაზგასასმელია ხანძრის მართვის სისტემის გაძლიერების მიმართულებით თანამშრომლობა, განსაკუთრებით ბორჯომ-ხარაგაულის პარკში, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ხანძარსაშიშ ტერიტორიას წარმოადგენს. ამერიკის სატყეო სამსახურის დახმარებით, შემუშავდა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ხანძრების მართვის გეგმის სამუშაო ვერსია, რომელიც წარმოადგენს სახელმძღვანელო დოკუმენტს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ ხანძრების მართვის ღონისძიებების განსახორციელებლად“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს