ლევან ანთაძე - ივანიშვილის ხელისუფლებამ უნდა ახსნას რა კარტელური გარიგებების ხარჯზე ხდება, რომ საწვავის თვითღირებულებას თითქმის ზუსტად იგივე ფასი ემატება

ივანიშვილის ხელისუფლებამ უნდა ახსნას რა კარტელური გარიგებების ხარჯზე ხდება, რომ საწვავის თვითღირებულებას თითქმის ზუსტად იგივე ფასი ემატება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლევან ანთაძემ განაცხადა.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლევან ანთაძემ, პარტიის ანტიკორუფციული მიმართულების მდივანთან, ვასო ურუშაძესთან ერთად საწვავის ფასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

„როგორ ხდება ისე, რომ ნავთობპროდუქტებს თვითღირებულების შემდეგ ემატება თითქმის იგივე ფასი. რატომ აღარიბებს ეს ხელისუფლება მოსახლეობას, თუნდაც საწვავის ფასის კუთხით, რადგან საწვავი მოქმედებს ყველაფერზე: პროდუქტზე, სოციალურ მდგომარეობაზე და პირდაპირი გავლენა აქვს ამასთან. ეს უნდა ახსნას ამ ხელისუფლებამ თუ რის ხარჯზე, რა კარტელური გარიგებების ხარჯზე ხდება ეს, რომ თითქმის იგივე ფასი ემატება საწვავის თვითღირებულებას“, - განაცხადა ლევან ანთაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს