ვასო ურუშაძე - მოქალაქეებს ლარნახევრით მეტის გადახდა უწევთ ნავთობპროდუქტში, რაც ივანიშვილის ხელისუფლების კარტელური გარიგებების, მონოპოლიის და კორუფციული ინტერესებითაა გამოწვეული

საქართველოს მოქალაქეებს ლარნახევრით მეტის გადახდა უწევთ ნავთობპროდუქტში, რაც გამოწვეულია ივანიშვილის ხელისუფლების კარტელური გარიგებების, მონოპოლიის და კორუფციული ინტერესებით, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ გამაცხადა.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დღეს, ბათუმში, პარტიის ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრთან ლევან ანთაძესთან საწვავის ფასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

„ფაქტია, ბათუმის პორტში შემოსული ნავთობპროდუქტის ერთი ლიტრი ბენზინის თვითღირებულება არის 1 ლარი და 65 თეთრი და ერთი ლიტრი დიზელის - 1 ლარი და 77 თეთრი. ეს არის გადასახადების, დანამატების გარეშე და შემდეგ, როცა ჩვენ სარეალიზაციო ფასს ვხედავთ - სამ ლარსა და 20 თეთრში. ეს არის რეალურად დამატებული აქციზი, დღგ, კომპანიების მოგება, კორუფციული ინტერესი ივანიშვილის ხელისუფლების და დამატებითი ის კარტელური გარიგებების და მონოპოლიის შედეგად გაზრდილი ფასები, რასაც ხელისუფლება თავის განცხადებებში ადასტურებს. საქართველოს მოქალაქეს უწევს ლარ ნახევრით უფრო მეტის გადახდა ნავთობ პროდუქტებში, რადგან ივანიშვილის ხელისუფლება არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის, არასწორი საგადასახადო პოლიტიკის და კორუფციული ინტერესების შედეგად უძვირებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ნავთობპროდუქტს. ის შემდეგ პირდაპირ აძვირებს სხვადასხვა პირველადი მოხმარების პროდუქტებს. იქნება ეს სურსათი, ტრანსპორტი, ტაქსით მომსახურების სერვისი, გადაზიდვა, დისტრიბუცია თუ სხვა. დღეს ჩვენი ეკონომიკური პრობლემები პირდაპირ არის დაკავშირებული ნავთობპროდუქტების ფასთან. აქედან გამომდინარე, ახსნას ივანიშვილმა, მისმა ხელისუფლებამ, ირაკლი კობახიძემ, მდინარაძემ და სხვებმა, რატომ ემატება ნავთობპროდუქტების ღირებულებას 1 ლარი და 50 თეთრი, როცა ბათუმის, ფოთის პორტში და საქართველოს საზღვრებთან მოსული ნავთობპროდუქტების თვითღირებულება არ აღემატება ბენზინის შემთხვევაში, ლარს და 75 თეთრს, ხოლო დიზელის შემთხვევაში, ლარს და 77 თეთრს“,- განაცხადა ვასო ურუშაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს