დაბა კაზრეთში არემჯის კორპორაციული მდგრადობის დოკუმენტს ხელი მოეწერა

დაბა კაზრეთში არემჯის ცენტრალურ ოფისში ხელი მოეწერა კომპანიის ახალ კორპორაციული მდგრადობის დოკუმენტს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მსგავსი დოკუმენტის დამტკიცება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. ამით, კომპანიის მენეჯმენტი და დასაქმებულები კიდევ ერთხელ ადასტურებენ მზაობას აწარმოონ სამთო-მოპოვებითი საქმიანობა მაღალი პასუხისმგებლობით.

კორპორაციული მდგრადობის დოკუმენტი მოიცავს 9 პრიორიტეტულ სფეროს, დასახულ მიზნებსა და ამ მიზნების შესრულებისათვის საჭირო ღონისძიებებს და სამოქმედო გეგმებს.

კომპანია იღებს პასუხიმგებლობას მისი საქმიანობა თანხვედრაში იყოს ჯანმრთელობის და შრომის უსაფრთხოების, ასევე საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების პრინციპებთან. ხელი შეუწყოს ეკონომიკურ ზრდას, დაიცვას გარემო, უზრუნველყოს გამჭვირვალობა და შესაბამისობა.

„2022-ში გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელში გაწევრიანებით, საჯაროდ დავადასტურეთ ჩვენი სურვილი და პასუხისმგებლობა, ვმართოთ საქმიანობა მდგრადობის ასპექტების გათვალისწინებით. დღეს ამ დოკუმენტის დამტკიცებით, რომელიც ჩვენს ღირებულებებსა და პრინციპებს ეფუძნება, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ მდგრადობა ჩვენი გრძელვადიანი საქმიანობის ერთერთ მთავარ წინაპირობად მიგვაჩნია.

კომპანიის განახლებული ბიზნეს სტრატეგია თანამედროვე ეთიკურ, სოციალურ, გარემოსდაცვით და კულტურულ ასპექტებს ითვალისწინებს, რაც გვჯერა ჩვენი ბიზნესის გრძელვადიან განვითარებას და სტაბილურობას ემსახურება.“ - აღნიშნა არემჯის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება