„ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებების, გამოწვევების, ინტერესებისა და რესურსების კვლევის” პრეზენტაცია გაიმართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში „ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებების, გამოწვევების, ინტერესებისა და რესურსების კვლევის” პრეზენტაცია გაიმართა.

ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ „ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებების, გამოწვევების, ინტერესებისა და რესურსების კვლევა“ ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 14-29 წლის ახალგაზრდებმა.

„კვლევის შედეგები, პრეზენტაციაზე მოწვეულ საზოგადოებას, მერის თანაშემწემ ახალგაზრდულ საკითხებში სალომე საღინაძემ წარუდგინა. დოკუმენტის განხილვას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი გოგი მეშველიანი, ბოლნისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ია სვანიძე, ახალგაზრდები, არასამთავრობო სექტორი და ადგილობრივი მედია დაესწრო.

საჯარო პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და საქართველოს პარლამენტის წევრმა გოგი მეშველიანმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და საჭიროების კვლევის მნიშვნელობასა და ახალგაზრდების ხელშეწყობაზე გაამახვილეს ყურადღება.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებების, გამოწვევების, ინტერესებისა და რესურსების კვლევის“ მიზანი იყო შეეფასებინა ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 14-29 წლის ახალგაზრდების მდგომარეობა და გამოევლინა მათი საჭიროებები, ინტერესები და გამოწვევები.

კვლევის შედეგების ანალიზის შემდგომ, შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, შემუშავდება მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი მთავარი მიზნები, ამოცანები და გადაჭრის გზები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება