ბორჯომის მერი აშშ-ის ელჩს შეხვდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სამომავლო გეგმებზე ეკონომიკის და ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით. ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხზე.

ოთარ არბოლიშვილმა დიპლომატს დაუდასტურა მზადყოფნა, კიდევ უფრო განვითარდეს პარტნიორული ურთიერთობები.

„მართლაც მნიშვნელოვანი და ძალიან კარგი შეხვედრა იყო. ვისაუბრეთ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის კულტურული მემკვიდრეობა, ტურისტული და სამეწარმეო რესურსები ბორჯომის რეალობაში. ამ კუთხით ამერიკის ელჩმა სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადა, რაც სამომავლოდ დადებითად აისახება ბორჯომის მუნიციპალიტეტზე. აგრეთვე, მხარდაჭერა გამოგვიცხადა გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღებაზე, რომელიც გათვალისწინებული იქნება სხვადასხვა სფეროში დასაქმებული აქტიური თანამშრომლებისთვის. შეგვიძლია შუამდგომლობა გავუწიოთ კომპანიებს, რათა მეტი ეკონომიკური სარგებელი მიიღონ", - განაცხადა ოთარ არბოლიშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი