სალომე სამადაშვილი - თავდაცვის მინისტრის მრჩევლის პოსტზე დავით ხიდაშელის დანიშვნა სისხლის სამართლის დანაშაულია და საკითხზე გამოძიება უნდა დაიწყოს

პარტია "ლელოში" აცხადებენ, რომ თავდაცვის მინისტრის მრჩევლის პოსტზე დავით ხიდაშელის დანიშვნა სისხლის სამართლის დანაშაულია და საკითხზე გამოძიება უნდა დაიწყოს. ამის შესახებ პარტიის დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ცნობას, რომ დავით ხიდაშელი წლების განმავლობაში თავდაცვის მინისტრის მრჩევლის პოსტს იკავებდა.

როგორც სამადაშვილი განმარტავს, ის აპირებს, კითხვებით თავდაცვის სამინისტროს მიმართოს, პასუხების მიღების შემდეგ კი სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე მუშაობას დაიწყოს.

"საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელთან გააფორმა როგორც თავად ჯუანშერ ბურჭულაძემ დაადასტურა, კონტრაქტი, იმაზე, რომ ის ყოფილიყო გაფორმებული როგორც სამინისტროს ოფიციალური მრჩეველი. აქ ცალსახად იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაული. მე დღეს ოფიციალური მოთხოვნით მივმართავ თავდაცვის სამინისტროს. მაინტერესებს, როდის და რამდენი ხნით გაფორმდა თანამშრომლობაზე კონტრაქტი და მაინტერესებს გაიარა თუ არა უსაფრთხოების შემოწმება. თუ გაიარა, გადმომიგზავნონ ასევე დასკვნა, მაინტერესებს ნახო, ვინ მოაწერა ხელი საბუთს, რომელმაც თქვა, რომ უსაფრთხოა ქართული სახელმწიფოსთვის, რომ ბატონი ხიდაშელი დასაქმებული იყოს ქვეყნის თავდაცვის უწყებაში და ასევე, მაინტერესებს მისი საქმიანობის პირობებში რა დოკუმენტებზე, რა საბუთებზე, რა შეხვედრებზე ჰქონდა დაშვება მიღებული ბატონ ხიდაშელს. მე ველოდები, რომ ამ ინფორმაციას უმოკლეს ვადებში მივიღებ და შესაბამისად, ჩვენ უკვე დავიწყებთ მომზადებას საფუძვლის იმისთვის, რომ აღიძრას შესაბამისი საქმე, იმ სისხლის სამართლის მუხლების თანახმად, რომელიც სჯის ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას. ძალიან ირონიული იქნება თუ ბურჭულაძე და სხვები აღმოჩნდებიან საბრალდებო სკამზე იმ ბრალდებით, რომლებიც მათ სამარცხვინოდ გამოიყენეს ხანდაზმულო და ღვაწლმოსილი მეცნიერების წინააღმდეგ, როდესაც სწორედ ხიდაშელის მონაწილეობით ააგორეს დავით გარეჯთან დაკავშირებით საქმე," - განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, "მთავარმა არხმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდაცვის სამინისტროში, წლების განმავლობაში მინისტრის მრჩევლად დავით ხიდაშელი მუშაობდა. აღნიშნული ინფორმაცია ამავე ტელევიზიასთან ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ დაადასტურა. “ნუ იცით თქვენ, რომ ვმუშაობდით დავით გარეჯის საქმეზე და ჩართული იყო დავითიც ამ საკითხზე და ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ რაღაცაში დაგვჭირდებოდა, ვკითხავდით… არა მგონია, დღეს, ალბათ, არ იქნება გაფორმებული,” – განაცხადა ბურჭულაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის