მაია ბითაძე - ყველაზე მანკიერი თვისება, რაც ჩვენს რადიკალურ ოპოზიციონერებს ჩამოუყალიბდათ, არის ის, რომ მათ ვიღაცამ უნდა უკარნახოს უცხოეთიდან, როგორ იმართოს ეს სახელმწიფო

ყველაზე მანკიერი თვისება, რაც ჩვენს რადიკალურ ოპოზიციონერებს ჩამოუყალიბდათ, არის ის, რომ მათ ვიღაცამ უნდა უკარნახოს უცხოეთიდან, როგორ იმართოს ეს სახელმწიფო - ეს არის ყველაზე მანკიერი თვისება, რომლის გავრცელებას ჩვენს საზოგადოებაშიც გეგმავენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მაია ბითაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" მიზანია, როგორმე შეარყიონ ამ ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაცია და ხელი შეუშალონ ქვეყნის ევროინტეგრაციას.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები სხვადასხვა ფორმატით გაერთიანდებიან, შეერთდებიან თუ გაიყოფიან, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ისტორიამ "ნაციონალური მოძრაობის" ქმედებები როგორც მმართველობის დროს, ასევე ოპოზიციაში ყოფნის დროს, ძალიან კარგად შეაფასა. საქართველომ მოქალაქეებმა ძალიან კარგად ვიცით, რომ ამ ადამიანების მმართველობის სტილი დაფუძნებულია ძირითადად ადამიანის ჩაგვრაზე და ოპოზიციაში მათი ყოფნის დროს დაფუძნებულია იმაზე, რომ როგორმე შეარყიონ ამ ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაცია და ხელი შეუშალონ ქვეყნის ევროინტეგრაციას," - განაცხადა ბითაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება