რუსი მოხალისეების განცხადებით, ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა და ტერიტორია 8 000-მდე ავტომობილმა დატოვა

ლეგიონი „რუსეთის თავისუფლება“, ქვედანაყოფი, რომელიც უკრაინელი ოფიციალური პირების თქმით, რუსი სამხედრო ტყვეებისა და მოხალისეებისგან შედგება და რუსული ჯარების წინააღმდეგ იბრძვის, აცხადებს, რომ ბელგოროდისა და კურსკის ოლქების მცხოვრებლებმა საშიში ტერიტორიებიდან ევაკუაცია დაიწყეს და ღამით ოლქები 7.6 ათასმა ავტომობილმა დატოვა.

„რუსეთის ბელგოროდისა და კურსკის ოლქებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის გამოცხადებული ჰუმანიტარული დერეფნის ამოქმედების შემდეგ, მოსკოვის დროით 07:00 საათისთვის, ამ დერეფნით ბელგოროდისა და ბელგოროდის ოლქის მაცხოვრებლების 7000-ზე მეტმა სამოქალაქო ავტომობილმა ისარგებლა, ევაკუაციის დერეფანი ქალაქ კურსკიდან 600-ზე მეტმა სამოქალაქო ავტომობილმა გამოიყენა“, - განაცხადეს რუსმა მოხალისეებმა.

მანამდე, რუსმა მებრძოლებმა კურსკისა და ბელგოროდის ოლქების მოსახლეობას სასწრაფო ევაკუაციისკენ მოუწოდეს, „აღნიშნული ოლქების ტერიტორიაზე დაგეგმილი შეზღუდული სამხედრო ოპერაციის გამო“. ამ მიზნით მათ 14 მარტის 21:00 საათიდან 15 მარტის 7:00 საათამდე ჰუმანიტარული დერეფნის ფუნქციონირება გამოაცხადეს.

„ჰუმანიტარული დერეფნის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ, ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში სამხედრო ობიექტების განადგურება გაგრძელდება მანამ, სანამ რეგიონი სრულად არ გათავისუფლდება პუტინის რეჟიმის ჯარებისგან“, - განაცხადეს მოხალისეებმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს