გია ვოლსკი - მორალური დანაშაულია მოსამართლე იჯდეს სტუდენტის მერხთან და ვიღაც გამოცდას უტარებდეს - მოსამართლეთა ნაწილის განცხადება მათი პროფესიული საქმიანობის ფორმატიდან ამოვარდნილია

მორალური დანაშაულია, როდესაც მოსამართლე გამოდის და განსაზღვრავს, როგორ უნდა არსებობდეს სახელმწიფო და როგორ უნდა თმობდეს თავის სუვერენიტეტს - იჯდეს სტუდენტის მერხთან და ვიღაც გამოცდას უტარებდეს, - ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი 5 მოსამართლის მიერ ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვის მოთხოვნის გაზიარებას.

ვოლსკის თქმით, აღნიშნული მოსამართლეებია განცხადება “ამოვარდნილია მათი პროფესიული საქმიანობის ფორმატიდან”.

„ზოგადად, მოსამართლემ უნდა მიხედოს თავის საქმეს - სამართლიანად განსაჯოს და შესაბამისი რეიტინგი მოუტანოს საკუთარ სახელმწიფოს, ხალხს და მართლმსაჯულებას ემსახურებოდეს. საგარეო პოლიტიკის თემაში და მითუმეტეს, საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებთან დაკავშირებულ თემებში, მათი ეს განცხადება ამოვარდნილია როგორც მათი პროფესიული საქმიანობის ფორმატიდან, ასევე, იმ ინტერესებიდან, რომელიც ნებისმიერ სახელმწიფოს აქვს, როდესაც მის სუვერენიტეტზეა საუბარი. თუ კონკრეტული მოსამართლეები თავისი პოლიტიკური გემოვნებით „ნაცმოძრაობასთან” არიან დაკავშირებულები, ეს არის ფაქტი, მაგრამ ამ ფაქტის იქით, კიდევ უფრო მძიმე დანაშაულია - მორალური დანაშაული, როდესაც მოსამართლე გამოდის და განსაზღვრავს, როგორ უნდა არსებობდეს სახელმწიფო და როგორ უნდა თმობდეს თავის სუვერენიტეტს, იჯდეს სტუდენტის მერხთან და ვიღაც გამოცდას უტარებდეს. თუ თავისი თავი ამ სფეროში ღირსეულად მიაჩნიათ, იმუშაონ ღირსეულად. არ მგონია, რომ მოსამართლეთა კორპუსს რაიმე აკლდეს ან ცოდნაში, ან ინტელექტში, ვინაიდან საქართველოს რეიტინგი მისაბაძია - მართლმსაჯულების სისტემის რეიტინგში საქართველო ძალიან ბევრ განვითარებულ დემოკრატიას უსწრებს. ეს მიიღონ მხედველობაში და პოლიტიკურ ინსინუაციებს თავი რომ დაანებონ, უკეთესი იქნება. გადახედონ საქმეებს, რაც განუხილავთ და იქიდან იმსჯელონ”,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

არსებული ცნობით, ხუთი მოსამართლე - მამუკა წიკლაური, მადონა მაისურაძე, ქეთი მესხიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი, ნინო ბაქაქური ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვის მოთხოვნას იზიარებენ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო