ალექსანდრე რაქვიაშვილის ინფორმაციით, გარემოს დაცვის კომიტეტი „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტს ისე იხილავს, რომ განსახილველი ინიციატივა დეპუტატებს დარიგებული არ აქვთ

„გირჩის“ დეპუტატის ალექსანდრე რაქვიაშვილის ინფორმაციით, პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტი „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონის პროექტს ისე იხილავს, რომ კომიტეტის სხდომაზე განსახილველი ინიციატივა დარიგებული არ არის.

რაქვიაშვილმა კანონის პროექტი მოითხოვა და კომიტეტის თავმჯდომარეს მაია ბითაძეს მიმართა, რომ მისი წარმოდგენა მეორე მოსმენით განხილვის დროს მაინც უზრუნველყონ.

„კანონპროექტი მჭირდება - იქნებ მეორე მოსმენით განხილვის დროს იყოს ბოლო ვერსია. წინა კომიტეტის სხდომაზე საიტიდან ჩამოტვირთული კანონპროექტი იყო, რომელზეც გვითხარით, რომ ცვლიდით. კომიტეტში მოვიკითხეთ, კანონპროექტი აქაც არ დევს. მადლობელი ვიქნები, მეორე მოსმენაზე მაინც გვქონდეს და გზაში არ იცვლებოდეს“, - მიმართა ბითაძეს რაქვიაშვილმა.

გარემოს დაცვის კომიტეტი, რომელიც აღნიშნულ საკითხზე წამყვანი კომიტეტია, „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონის პროექტს პირველი მოსმენით იხილავს. კანონის პროექტი ისეთ საკითხებს მოიცავს, როგორიცაა ცხოველთა მართვის სფეროში უფლებამოსილი ორგანოების ფუნქციები, შინაური ცხოველების (ძაღლი და კატა) მეპატრონის ვალდებულებები, მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლების კლასიფიკაცია და მათი მეპატრონეების ვალდებულებები. პროექტით ცხოველთა მიტოვება იკრძალება. კანონპროექტში ასევე საუბარია ერთიანი სარეგისტრაციო სისტემის შექმნასა და მუნიციპალიტეტებში თავშესაფრების მომზადებაზე, ასევე ევთანაზიის, გამრავლებისა და სხვადასხვა ტიპის ობიექტებში შინაურ ცხოველთა მიკედლება-განთავსების პირობებზე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება