„გოლოსი“ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე - ამომრჩევლების დიდი ნაწილი ზეწოლის ქვეშ იმყოფება - დიდი გაყალბების პროგნოზი ახდება

კენჭისყრის პირველი დღე დაიწყო და ყველაფერი ზუსტად ისე მიდის, როგორც მოველოდით - დილიდან ამომრჩევლების დიდი ნაწილი ზეწოლის ქვეშ იმყოფება, დამკვირვებლების არარსებობა და წინააღმდეგობა ეგზიტპოლის მიმართ, - ამის შესახებ რუსეთის ამომრჩეველთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის, „გოლოსის“ თანათავმჯდომარემ, სტანისლავ ანდრეიჩუკმა განაცხადა.

„გოლოსის“ ინფორმაციით, დისტანციური ელექტრონული ხმის მიცემის პორტალები ვერ უმკლავდებიან დატვირთვას, რადგან ამომრჩეველთა აქტივობა „მაღალია“.

„სისტემის ოპერატორები წერენ დიდი „ინტერესის” შესახებ, მაგრამ ჩვენ კარგად გვესმის მისი ბუნება - ისინი ხმას აძლევენ დილით თავიანთ სამუშაო ადგილებზე, უფროსების ფხიზელი თვალის ქვეშ,” - წერს ანდრეიჩუკი და განმარტავს, რომ „დიდი გაყალბების პროგნოზი ახდება”.

ამ ფონზე, რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი, ელა პამფილოვა აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში „ყველაფერი ნორმალურად მიდის“. რუსეთის ციფრული განვითარების სამინისტროში განმარტავენ, რომ ელექტრონული ხმის მიცემის სისტემის მუშაობაში შეფერხებები „ხმის მიცემის მსურველთა უპრეცედენტო რაოდენობის გამო“ დაფიქსირდა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება