„სქილვილის“ ინიციატივით, რეზო თურნავას სახელობის ციფრული განათლების ფონდი დაფუძნდა

რეგიონში პირველი ონლაინ ნეო უნივერსიტეტის, „სქილვილის“ ინიციატივით, რეზო თურნავას სახელობის ციფრული განათლების ფონდი დაფუძნდა.

ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, სასტუმრო „პულმანში“, ოფიციალურად გაიმართა ფონდის პრეზენტაცია, რომელშიც კერძო სექტორის წარმომადგენლები, ბაზრის მსხვილი დამსაქმებელი კომპანიები და ბიზნეს გაერთიანებები გაწევრიანდნენ. კომპანიების წარმომადგენლებმა ხელმოწერით დაადასტურეს ფონდში გაწევრიანება და მათი წვლილი ამ საქმეში.

„სქილვილისთვის“, როგორც პასუხისმგებლიანი ბიზნესისთვის, რომელიც ახალგაზრდების განათლებაზე ზრუნავს ციფრული და ტექნოლოგიური მიმართულებით, მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად გავზარდოთ ხელმისაწვდომობა განათლებაზე და პროფესიულ განვითარებაზე. სწორედ ამ იდეიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ შეგვექმნა ფონდი, რომელიც იქნება გამორჩეული მდგრადობით. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა წარმატებულ კომპანიას, რომელიც ამ ინიციატივის შემოუერთდა და ფონდში გაწევრიანდა. მათი წვლილი ნამდვილად ძალიან დიდი იქნება როგორც ახალგაზრდების მხარდაჭერაში, ისე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაში“ - აცხადებს „სქილვილ საქართველოს“ დირექტორი, ლანა ჩხარტიშვილი.

გავრცელებული ინფორმაციით, ფონდის საქმიანობა გულისხმობს მოწყვლადი ჯგუფების განათლებისა და კარიერული განვითარების დაფინანსებას, რომელთაც აქვთ სურვილი ისწავლონ პროგრამირება და ციფრული პროფესიები, თუმცა არ აქვთ ამის ფინანსური შესაძლებლობა.

„ამ მიზნით, რეზო თურნავას სახელობის ფონდში უკვე გაწევრიანდნენ ისეთი მსხვილი კომპანიები და ბიზნეს ორგანიზაციები, როგორიცაა, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG), Lineate, „არქი“, „თეგეტა“, Terminal, Phubber, HT Solutions.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ყველა ისეთი ღირებული ინიციატივის მხარდამჭერია, რომელიც ახალგაზრდების ციფრული განათლებასა და შემდეგ ქვეყნის ეკონომიკურ სარგებელს ემსახურება. "სქილვილის" ფონდი ციფრული განათლებისთვის, ნათელი მაგალითია იმისა, როგორ შეუძლია კერძო სექტორს გაერთიანდეს, ჩადოს ინვესტიცია და შედეგად, კვალიფიციური კადრების გადამზადება მიიღოს. ის კურსები კი, რომელსაც ახალგაზრდები სრული დაფინანსებით გაივლიან, სწორედ, პროფესიონალი კადრებით, ბიზნესის საჭიროებების დაკმაყოფილებას შეუწყობს ხელს“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

ღონისძიების ფარგლებში, ასევე გაიმართა სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმების ფორუმი. 20-მდე კომპანიის წარმომადგენელმა, "სქილვილის" კურსდამთავრებულებს სხვადასხვა მიმართულების აქტიური და ექსკლუზიური ვაკანსიები გაუზიარეს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია