ხატია დეკანოიძე - კეთილსინდისიერების ტესტის პირველი ეტაპი უნდა იყოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში - რაც შეეხება „ვეტინგის“ მხარდამჭერ მოსამართლეებს, მათ „ქართული ოცნება“ უკვე ღიად ემუქრება

კეთილსინდისიერების ტესტის პირველი ეტაპი უნდა იყოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რათა თავიდან ავირიდოთ ყველა რისკი - რაც შეეხება „ვეტინგის“ მხარდამჭერ მოსამართლეებს, მათ „ქართული ოცნება” უკვე ღიად ემუქრება, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების” დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა 5 მოსამართლის მიერ “ვეტინგის” მხარდაჭერას.

როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, აღნიშნული მოსამართლეების მიმართ ხელისუფლების გზავნილები გულისხმობს იმას, რომ “ქართული ოცნება” აკონტროლებს სასამართლო სისტემას”.

“კეთილსინდისიერების ტესტის პირველი ეტაპი უნდა იყოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რათა თავიდან ავირიდოთ ყველა ის რისკი, რომელიც შეიძლება შეეხოს ყველა მოსამართლის კეთილსინდისიერების ტესტს. პირველ ეტაპზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭო კლანიდან რომ გათავისუფლდეს, აქედან დაწყება, კეთილსინდისიერების და ქონების დადასტურების ტესტის ჩაბარება ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება მოსამართლეებს, ვინც მხარს უჭერს ამ სისტემას, ღიად ემუქრება უკვე “ქართული ოცნება”. მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრისა და უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებები, რომლებიც განსხვავებული აზრის გამო მოსამართლეებს ძალიან მძიმე გზავნილს უგზავნიან, რაც გულისხმობს იმას, რომ “ქართული ოცნება” აკონტროლებს სასამართლო სისტემას”, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

არსებული ცნობით, ხუთი მოსამართლე - მამუკა წიკლაური, მადონა მაისურაძე, ქეთი მესხიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი, ნინო ბაქაქური ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვის მოთხოვნას იზიარებენ.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა