შალვა პაპუაშვილი - ლიხტენშტაინის პარლამენტის თავმჯდომარესთან ვისაუბრეთ ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების დინამიკის ზრდაზე და იმ თანამშრომლობაზე, რაც სხვადასხვა ფორმატში გვაქვს

ლიხტენშტაინის და საქართველოს პარლამენტებს შორის პირველი შეხვედრა იყო. ვისაუბრეთ ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების დინამიკის ზრდაზე, რაც ძალიან მისასალმებელია. ასევე ვისაუბრეთ იმ თანამშრომლობაზე, რაც სხვადასხვა ფორმატში გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ლიხტენშტეინის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ლიხტენშტაინის პარლამენტმა მათ გაუზიაროს გამოცდილება, თუ როგორ მოახდინეს ევროპული დირექტივების თუ სამართლებრივი აქტების მიღება მათ კანონმდებლობაში.

„ლიხტენშტაინის პარლამენტის თავმჯდომარემ დაგვიდასტურა მისი და ქვეყნის თანადგომა საქართველოს მიმართ ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიუხედავად იმისა, რომ თავად არ არის ევროკავშირის წევრი. ის არის ევროკავშირის ეკონომიკური სივრცის ნაწილი. მათ, როგორც ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ფორმატში. მან დაადასტურა, რომ აპრილში დაგეგმილ კონფერენციაში, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების ფორმატში იმართება და სადაც ლიხტენშტაინი სტუმრად არის მიწვეული, ჩვენც სტუმრად ვართ მიწვეული, იქ ამ საკითხებზეც ექნება საუბარი თავის კოლეგებთან, ევროკავშირის ქვეყნებიდან. ამ მხრივ, ყველანაირად გვერდში დაგვიდგებიან. ამავე დროს, ლიხტენშტაინს გამოცდილება აქვს ევროპული კანონმდებლობის გადმოღების, 12 ათასი სხვადასხვა სამართლებრივი აქტი იყო იმპლიმენტირებული აქაურ კანონმდებლობაში ბოლო 30 წლის განმავლობაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გამოცდილება გაგვიზიარონ, როგორ მოახდინეს ევროპული დირექტივების თუ სამართლებრივი აქტების მიღება”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა