ირაკლი ზარქუა - ეს საქართველოა! ეს არ არის ადგილი, სადაც ექსპერიმენტები უნდა ვატაროთ ან ხელმოცარულების ხუშტურებზე იაროს ქვეყანამ

ეს საქართველოა! ეს არ არის ადგილი, სადაც ექსპერიმენტები უნდა ვატაროთ ან ამ ხელმოცარულების ხუშტურებზე იაროს ქვეყანამ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ "ვეტინგის" სისტემაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, "ვეტინგის" სისტემა მიუღებელია, რადგან ეს არის უცხო ქვეყნის წარმომადგენლების ჩარევა ჩვენი ქვეყნის საქმიანობაში.

მან, ასევე, იმ მოსამართლეებზე ისაუბრა, რომლებიც "ვეტინგის" სისტემის დანერგვას მხარს უჭერენ და განაცხადა, რომ მათ მძიმე დანაშაულებში ბრალდებული პირები ჰყავთ გათავისუფლებული.

"სამწუხარო რეალობა ის არის, რომ რამდენიმე მოსამართლე მაინც იმ ძველი რეჟიმიდან შემორჩენილია, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" პირდაპირი დანამატია და გამოდიან ახლა და უნდათ, რომ ე.ი. მის კეთილსინდისიერებაში შევამოწმოთ. მე პატიოსანი ვარ თუ არა, უნდა შემამოწმოს უცხოელმა - ამას ითხოვენ ისინი. არც ერთ ევროპულ ქვეყანაში ასეთი ფაქტი არ არსებობს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა დააკომპლექტონ და შეამოწმონ სასამართლო და მოსამართლეები. მაინტერესებდა თემები, ეს მოსამართლეები რითი არიან ცნობილი. ერთს პედოფილიაში ეჭვმიტანილი ჰყავს გამოშვებული, მეორეს ძალადობაში [ბრალდებული] ჰყავს გარეთ გირაოთი გაშვებული. "ვეტინგის" სისტემა მიუღებელია იმიტომ, რომ ეს არის უცხო ქვეყნის წარმომადგენლების ჩარევა შენი ქვეყნის საქმიანობაში, შენი მოსამართლეების დანიშვნაში, შენი მოსამართლეების კეთილსინდისიერებაში.

ჩვენ რამდენიმე ევროპულ სახელმწიფოს ვუსწრებთ. ჯერ იქ ჩაატარონ "ვეტინგი", ჯერ იქ დააკომპლექტონ უცხო ქვეყანამ, ან ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის მოსამართლეებმა და მერ უკვე ვიმსჯელებთ ამაზე. ეს საქართველოა, ეს არ არის ადგილი, სადაც ექსპერიმენტები უნდა ვატაროთ, ან ამ ხელმოცარულების ხუშტურებზე უნდა იაროს ქვეყანამ," - განაცხადა ზარქუამ.

არსებული ცნობით, ხუთი მოსამართლე - მამუკა წიკლაური, მადონა მაისურაძე, ქეთი მესხიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი, ნინო ბაქაქური ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვის მოთხოვნას იზიარებენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს