პარლამენტთან, საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით, აქცია მიმდინარეობს

პარლამენტთან, საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით, აქცია მიმდინარეობს. პატიმრების ოჯახის წევრები პარლამენტის უკანა შესასვლელთან არიან შეკრებილები და აცხადებენ, რომ „დროა, საყოველთაო ამნისტია გამოცხადდეს“.

მათი თქმით, „თუ არ არსებობს სამართლიანი სასამართლო გადაწყვეტილებები, არ არსებობს სამართლიანი პატიმრობა".

შეკრებილებს ხელში უჭირავთ ბანერები წარწერით: „საყოველთაო ამნისტია პატიმრებს!" „შანსი სჭირდება ყველას“, „ჰუმანური მიდგომა აკეთილშობილებს".

„ჩვენ თუ ვერ ვიღებთ სამართლიან გადაწყვეტილებას სასამართლოსგან და უმეტეს შემთხვევაში ვერ ვიღებთ, აუცილებლად უნდა მოხდეს საყოველთაო ამნისტია. იმაზე ლაპარაკი, როდის გასწორდება ძაღლის კუდი, ცოტა ნაადრევია. უბრალოდ ამის გადაწყვეტა უნდა მოხდეს. ადამიანებს აქვთ უდიდესი ტკივილი", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება