საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ აზნაურაშვილმა უნივერსიტეტსა და სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მემორანდუმის მიზანია უნივერსიტეტსა და სააგენტოს შორის არსებული თანამშრომლობის ცალკეული შესაძლებლობის გაღრმავება და გაფართოება.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სააგენტოს მიერ დაგეგმილ თუ მიმდინარე პროექტებში, პროგრამებში, აქტივობებსა და ღონისძიებებში სტუდენტების, სამეცნიერო და აკადემიური პერსონალის მონაწილეობა და გამოცდილების გაზიარება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, მემორანდუმის ფარგლებში მაქსიმალურად იქნება უნივერსიტეტის რესურსი გამოყენებული, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში მიმდინარე თუ განსახორციელებელ პროექტებში რამდენიმე მიმართულებით ჩაერთვებიან როგორც მკვლევრები და პროფესორ-მასწავლებლები, ასევე, სტუდენტები.

„იმ ეროვნულ საქმეში, რომელიც საქართველოს ხელისუფლების, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გიორგი ამილახვრის, კულტურისა და სპორტის მინისტრის, თეა წულუკიანის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ნიკოლოზ აზნაურაშვილი თაოსნობით ხორციელდება, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევრებისა და სტუდენტების ჩართვა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მხარდაჭერას, რომელსაც მთავრობა სწავლა-სწავლების პროცესისა და ახალგაზრდების პროფესიონალებად ჩამოყალიბების მიმართ იჩენს. მემორანდუმის გაფორმებამდე ჩვენ გვქონდა სამუშაო შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტში უკვე ჩამოყალიბებულია ახალგაზრდებისა და გამოცდილი მკვლევრებისგან დაკომპლექტებული ჯგუფები, რომლებიც უზრუნველყოფენ მეტეოსადგურის, სეისმური სადგურის, გეორადარისა და მონიტორინგის სისტემების გამართულად ფუნქციონირებას და შექმნიან, დაამუშავებენ მონაცემთა ბაზებს, შეადგენენ პროექტებს, ჩაატარებენ სარეაბილიტაციო-გამაგრებით სამუშაოებს. აღსანიშნავია, რომ ამ ჯგუფებში შედიან კონსტრუქტორები, გეოლოგები, სამთო-ინჟინრები, არქიტექტორები, ქიმიკოსები, რესტავრატორები და ა.შ. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს დიდი შესაძლებლობები აქვს და სასიხარულო, რომ ხელისუფლება აქტიურად იყენებს მეცნიერებისა და ახალი თაობის გამოცდილებასა და ცოდნას“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

სტუ-ს ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, სააგენტოს ორგანიზებითა და მონაწილეობით განსახორციელებელ პროექტებში, პროგრამებში, ღონისძიებებსა და აქტივობებში ჩაერთვებიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. ასევე, დაიგეგმება და განხორციელდება კულტურულ-საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევით, ძეგლთა რესტავრაცია-კონსერვაციის პროცესი და არქეოლოგიურ სამუშაოები.

„მხარეთა თანამშრომლობა აგრეთვე გულისხმობს ერთობლივი ღონისძიებების, ლექცია-სემინარებისა და ტრენინგების ჩატარებას. თანამშრომლობით, საერთო ძალისხმევითა და მხარდაჭერით, უნივერსიტეტის სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული უნარების განვითარების ხელშესაწყობად, სააგენტოში არსებული რესურსებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, სააგენტო საშუალებას მისცემს უნივერსიტეტის სტუდენტებს გაიარონ სტაჟირება, დასაქმების შესაძლებლობით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო