გაერთიანებულ სხდომაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანს მოუსმინეს

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანს მოუსმინეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სახელმწიფო მინისტრმა, დახურულ სხდომაზე, შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" განხორციელების მიმდინარეობის თაობაზე, ასევე ინიციატივის ფარგლებში მოქმედი მშვიდობის ფონდის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, სხდომაზე საუბარი იყო ომით გახლეჩილი საზოგადოების წარმომადგენლების ურთიერთობებზე, ნდობის აღდგენის მიზნით სახალხო დიპლომატიაზე და გარკვეული ბიზნეს-პროექტების განხორციელების შესაძლებლობებსა და პერსპექტივებზე.

„ახლახან, მშვიდობის ფონდს კანონით მიეცა შესაძლებლობა, რომ პერსონალური სუბიექტის გარდა დააფინანსოს ბიზნეს-სუბიექტი, თუ ასეთი შეიქმნება და ამის პერსპექტივაზე იყო საუბარი. მისასალმებელია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კანონი არსებობს და ჩვენ მომავალშიც უნდა გავაგრძელოთ მუშაობა", - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის