ნიკოლოზ სამხარაძე საფრანგეთის სენატსა და ეროვნულ ასამბლეაში კოლეგებს შეხვდა

საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს, საფრანგეთის სენატისა და ეროვნული ასამბლეის წარმომადგენლებს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრები გაიმართა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ფრანსუა ჟან ბურლანჟთან და სენატის საგარეო ურთიერთობათა, თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, კატრინ დუმასთან.

„შეხვედრებისას მთავარი აქცენტები გაკეთდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და ქვეყნის მხრიდან ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებზე.

მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები, მათ შორის, ეკონომიკისა და ვაჭრობის, აგრეთვე კულტურისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობა და საპარლამენტო დონეზე ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები. ასევე, მიმოიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები და ხაზი გაუსვეს როგორც რეგიონულ ასევე, ზოგადად, ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს მნიშვნელოვანი როლს.

„ჩვენი საუბრის ძირითადი თემები იყო უსაფრთხოება, საქართველოს ევროპული მისწრაფებები და ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ასევე, საგანმანათლებლო და კულტურული ურთიერთობები. ძალიან მოხარულნი ვართ, რომ საფრანგეთი, რომელიც არის ლიდერი ქვეყანა ევროკავშირში, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის უფრო და უფრო დიდი მხარდამჭერი ხდება",- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი და კომიტეტის წევრი გრიგოლ ვაშაძე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს