„დიდმა შვიდეულმა“ ირანი რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის შემთხვევაში სანქციების შესახებ გააფრთხილა

„დიდმა შვიდეულმა“ ირანი სანქციების შესახებ გააფრთხილა რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის შემთხვევაში, - ამის შესახებ განცხადებას „დიდი შვიდეული“ ავრცელებს.

განცხადებაში „დიდი შვიდეული“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს მესამე მხარეებს დაუყოვნებლივ შეწყვიტონ „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო და გაუმართლებელი აგრესიული ომის“ მატერიალური მხარდაჭერა.

„ძალიან შეშფოთებულები ვართ იმის შესახებ ცნობებით, რომ ირანი განიხილავს რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტებისა და მათთან დაკავშირებული ტექნოლოგიების გადაცემის შესაძლებლობას მას შემდეგ, რაც მან რუსულ რეჟიმს დრონები მიაწოდა, რომლებიც უკრაინაში სამოქალაქო მოსახლეობაზე უწყვეტ თავდასხმებში გამოიყენება“, - ნათქვამია განცხადებაში.

„დიდი შვიდეული“ აღნიშნავს, რომ რუსეთისთვის ირანული ბალისტიკური რაკეტების გადაცემა რეგიონალურ დესტაბილიზაციას გააძლიერებს და თეირანის მხრიდან უკრაინაში მიმდინარე ომის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი ესკალაცია გახდება.

„თუ ირანი მიაწვდის რუსეთს ბალისტიკურ რაკეტებს ან მათთან დაკავშირებულ ტექნოლოგიებს, მზად ვართ სწრაფად და კოორდინირებულად მოვახდინოთ ამაზე რეაგირება, მათ შორის ირანის წინააღმდეგ ახალი და მნიშვნელოვანი ზომების მეშვეობით“, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება