ვოლოდიმირ ზელენსკი - ოდესის სარაკეტო დაბომბვა ნაძირლების ძალიან ნაძირლური დარტყმა იყო

ოდესის სარაკეტო დაბომბვა ნაძირლების ძალიან ნაძირლური დარტყმა იყო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა 15 მარტს ოდესაზე რუსების მხრიდან განხორციელებულ სარაკეტო დარტყმაზე ისაუბრა, სადაც უკანასკნელი მონაცემებით 20 ადამიანი დაიღუპა და აღნიშნა, რომ უკრაინის სამხედროები რუსებისთვის სამართლიან რეაგირებას უზრუნველყოფენ.

„ახლა ოდესაში ჯერ კიდევ გრძელდება სამაშველო სამუშაოები და დახმარების უზრუნველყოფა რუსული სარაკეტო დარტყმის შემდეგ. ამ ნაძირლების ძალიან ნაძირლური დარტყმის შემდეგ: ორი რაკეტიდან მეორე მაშინ მოხვდა, როდესაც ადგილზე მაშველები და ექიმები მივიდნენ. დაღუპულთა და დაშავებულთა შორის არიან სასწრაფო დახმარების მედიკოსები, საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაშველები. ვუსამძიმრებ ყველა ნათესავსა და ახლობელს.

ათობით დაჭრილია. ნანგრევების ქვეშ გრძელდება ადამიანების ძებნა. ჩართულია ყველა აუცილებელი სამსახური. საოლქო ხელმძღვანელობას ყველა დაშავებულის ბოლომდე დახმარება დავავალე. ჩვენი თავდაცვის ძალები აუცილებლად გააკეთებენ ყველაფერს, რათა რუსმა მკვლელებმა ჩვენი სამართლიანი რეაქცია იგრძნონ”, - განაცხადა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს