ოლაფ შოლცი - რუსეთის გაყინულ აქტივებს უკრაინის დასახმარებლად გამოვიყენებთ - უკრაინისთვის კიდევ უფრო მეტ იარაღს შევიძენთ

რუსეთის გაყინულ აქტივებს უკრაინის ფინანსურად დასახმარებლად გამოვიყენებთ, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბერლინში საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონთან და პოლონეთის პრემიერ-მინისტრ, დონალდ ტუსკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დღეს, ისე როგორც არასდროს, ჩვენი ერთობა ჩვენი ძალაა, და სხვებზე მეტად ჩვენს სამ ქვეყანას, გერმანიას, პოლონეთსა და საფრანგეთს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია. უკრაინისთვის კიდევ უფრო მეტ იარაღს შევიძენთ, მთლიან მსოფლიოს ბაზრებზე”, - განაცხადა შოლცმა.

გერმანიის კანცლერმა ასევე მოკავშირეებთან ერთად უკრაინისთვის შორი მანძილის არტილერიის კოალიციის შექმნა დააანონსა, და აღნიშნა, რომ ე.წ. ვეიმარის სამეულის (გერმანია საფრანგეთი, პოლონეთი) ქვეყნები უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის საკითხში კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ სამი ქვეყანა “ერთიანი, ერთგული” რჩება და “გადაწყვეტილი აქვს არასდროს არ მისცენ რუსეთს გამარჯვების საშუალება და ბოლომდე დაუჭირონ მხარი უკრაინელ ხალხს”.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება