საბერძნეთი უკრაინის განაღმვის კოალიციას შეუერთდა

საბერძნეთი უკრაინის განაღმვის კოალიციას შეუერთდა, - ამის შესახებ საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა, ნიკოს დენდიასმა ლიეტუველ კოლეგასთან, არვიდას ანუშაუსკასთან შეხვედრისას განაცხადა.

„უკრაინაში შექმნილი სიტუაციით დავიწყებ და ჩვენს პოზიციას გავიმეორებ, რომ უკრაინაში შეჭრას განვიხილავთ, როგორც მისი ეროვნული სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას“, - განაცხადა ნიკოს დენდიასმა.

უკრაინის განაღმვის კოალიციას ლიეტუვა ხელმძღვანელობს.

„ჩვენ მოხარული ვართ, რომ ახლახან თქვენი ხელმძღვანელობით მოქმედ უკრაინის განაღმვის კოალიციას შევუერთდით და თქვენი თანდასწრებით ბრიუსელში შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ“, - აღნიშნა საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს