გიორგი ბოტკოველი - კახეთში, მიწების მინიმუმ 50 პროცენტი დაუმუშავებელია, რადგან საწვავის ფასი კატასტროფულად გაზრდილია - ეს იწვევს ადამიანების გაქცევას სოფლიდან

ახლა ჩვენ ვიმყოფებით კახეთში, სადაც ვხედავთ ძალიან ბევრ მიწას დაუმუშავებელს. წელს მიწების მინიმუმ 50 პროცენტი არის დაუმუშავებელი იმიტომ, რომ საწვავის ფასი კატასტროფულად გაზრდილია და შემდგომი სერვისები, რომელიც უნდა მოიხმაროს გლეხმა, არის კატასტროფულად გაზრდილი, რაც იწვევს ადამიანების გაქცევას სოფლიდან, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონალური მიმართულების მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

ის პარტიის თავმჯდომარესთან, ლევან ხაბეიშვილთან ერთად კახელ ფერმერებს შეხვდა და მათთან სოციალური პრობლემები, მათ შორის, საწვავის ფასი განიხილა.

„სოფლის მეურნეობა არის სფერო, სადაც რეალურად ჩანს თუ რა მდგომარეობაში ჩააგდო ივანიშვილის პარტიამ გლეხი, ამ შემთხვევაში ფერმერი. ახლა ჩვენ ვიმყოფებით კახეთში, სადაც, ფაქტობრივად, ვხედავთ ძალიან ბევრ მიწას დაუმუშავებელს. და რამ გამოიწვია ეს? - გამოიწვია იმ ფასებმა, რა ფასებიც არის როგორც მექანიზაციის მიმართულებით და, რა თქმა უნდა, მთავარი ამაში არის საწვავის ფასი და ასევე, მცენარეთა მოვლის საშუალებები, რითაც უნდა მოიყვანოს ადამიანმა მოსავალი. ივანიშვილის პარტია, ხელისუფლება, ყველაფერს ადარებს 2012 წელს, გარდა ფასებისა და ამ შემთხვევაში, სოფლის მეურნეობაში ხელის გულზე დევს თუ რა არის ფასები - გაორმაგებული, გასამმაგებულია ყველა იმ მოვლის საშუალების ფასი, რაც რეალურად სჭირდება გლეხს, რომ მოსავალი მოიყვანოს. წელს მიწების მინიმუმ 50 პროცენტი არის დაუმუშავებელი, იმიტომ, რომ საწვავის ფასი კატასტროფულად გაზრდილია და შემდგომი სერვისები, რომელიც უნდა მოიხმაროს გლეხმა არის კატასტროფულად გაზრდილი. ეს იწვევს ადამიანების გაქცევას სოფლიდან. სოფლები რომ შემოვიაროთ ახლა, არ არსებობს სოფელი, საიდანაც გარკვეული რაოდენობა ადამიანებისა არ არის წასული ემიგრაციაში. რეალურად ივანიშვილის და მისი პარტიის სურვილიც ეს არის, რომ ქვეყანა დაიცალოს ქართველებისგან, ქვეყანა დაიცალოს მუშახელისგან და შემდგომ უკვე მართვის სადავეები მათ ჰქონდეთ როგორც არჩევნებზე, ისე, სხვა შემთხვევებში.

ამიტომ მთავარი გამოსავალი არის ერთი რამ, უნდა შევცვალოთ ის ხელისუფლება, რომელმაც გლეხს დაუკარგა იმ შრომის ფასი, რომლითაც მან საკუთარი ოჯახი უნდა შეინახოს“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს