საქართველოში კიბერსწავლების „Cyber Coalition“ დაგეგმვის კონფერენცია ჩატარდა

საქართველოში კიბერსწავლების „Cyber Coalition 2024“ საწყისი დაგეგმვის კონფერენცია გაიმართა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიებას ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 100-მდე წარმომადგენელი დაესწრო. "Cyber Coalition" ნატო-ს ყველაზე ფართომასშტაბიანი კიბერსწავლებაა, რომლის აღსრულების ფაზაში ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 1000-ზე მეტი წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას. სწავლება 2024 წლის დეკემბერში ესტონეთში, ქალაქ ტალინში გაიმართება.

„კიბერსწავლების მიზანს კიბერსივრცეში ნატო-ს მოკავშირე და პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაფართოება, კიბერინციდენტების მართვისა და ინფორმაციის გაცვლის მექანიზმების გაუმჯობესება წარმოადგენს.

საქართველოს კიბერუსაფრთხოების ბიურო სწავლებაში ბოლო 5 წელია აქტიურად მონაწილეობს. ღონისძიება, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა, ლუკა მგელაძემ გახსნა და საქართველოსთვის აღნიშნული სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. კონფერენციის დასასრულს, მონაწილეებს სიტყვით მიმართა თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ. მან მონაწილეებს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ღონისძიების საქართველოში ჩატარებისათვის და ხაზი გაუსვა კიბერუსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას“, ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს