დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - რუსეთს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების ლეგიტიმური საფუძველი არ აქვს

რუსეთს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების ლეგიტიმური საფუძველი არ აქვს, - ამის შესახებ განცხადებას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„რუსეთს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიებზე, ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის, ლუგანსკის ოლქებსა და ყირიმში, არჩევნების ჩატარების ლეგიტიმური საფუძველი არ აქვს. ეს ტერიტორიები უკრაინის ნაწილია“, - აცხადებს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ცნობისთვის, აშშ-მა და გაერო-ს 60-მდე სახელმწიფომ, მათ შორის საქართველომ, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება დაგმეს. შეგახსენებთ, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. „არჩევნები“ მიმდინარეობს ანექსირებულ ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. კიევმა მოუწოდა უკრაინელებს, რომლებიც დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, ან იძულებულნი არიან, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, „არ მიიღონ მონაწილეობა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის „ფსევდოარჩევნებში“.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება