დონალდ ტუსკი მაიკ ჯონსონს - შეხედეთ ოდესას, კიდევ რამდენიმე არგუმენტი გჭირდებათ გადაწყვეტილების მისაღებად?

შეხედეთ ოდესას, კიდევ რამდენიმე არგუმენტი გჭირდებათ გადაწყვეტილების მისაღებად? - ასე მიმართავს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის - წარმომადგენელთა პალატის - სპიკერს მაიკ ჯონსონს „ტვიტერის” პირად გვერდზე.

„შეხედეთ ოდესას, სპიკერო ჯონსონ! კიდევ რამდენიმე არგუმენტი გჭირდებათ გადაწყვეტილების მისაღებად?” - წერს ტუსკი.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განცხადება 16 მარტს დილით გამოაქვეყნა. იმ მომენტისთვის ოდესაში რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა.

ცნობისთვის, რესპუბლიკური პარტია და სპიკერი ჯონსონი უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის შესახებ კანონპროექტის კენჭისყრაზე გამოტანას ეწინააღმდეგებიან, მიუხედავად იმისა, რომ კონგრესის ზედა პალატამ - სენატმა - კანონპროექტი უკვე მიიღო. მიმდინარე კვირას ცნობილი გახდა, რომ სპიკერი ჯონსონი ფაქტობრივად დათანხმდა უკრაინისთვის დახმარების განბლოკვას, ოღონდ იმ პირობებით, რომ ეს იქნება წარმომადგენელთა პალატის პროექტი, და კრედიტის ან ლენდ-ლიზის სახით დახმარება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება