გმირთა მოედანზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

გმირთა მოედანზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში სარემონტო სამუშაოები გრძელდება. გარკვეულ მონაკვეთზე პროცესი დასრულებულია, ხოლო სრულად აპრილის ბოლოს დასრულდება.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ყველა გვირაბში ხორციელდება სამღებრო სამუშაოები, მონტაჟდება სანათები, მოეწყო ახალი ცხაურები, მოაჯირები, იცვლება კიბის დაზიანებული საფეხურები და პარაპეტის ფილები. მიწისქვეშა გადასასვლელის საერთო სიგრძე 610 მეტრია, ფართობი კი - 3 030 კვ.მ.

მიმდინარე სამუშაო პროცესს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია გაეცნო.

„გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში სარემონტო სამუშაოების ტემპი აქტიურია. უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, გვიწევს გადაადგილების ნაწილობრივ შეზღუდვა, თუმცა სრულად გადასასვლელი არ არის გადაკეტილი. მოქალაქეებს ბოდიშს ვუხდით შეფერხებისთვის, სამუშაოები მაქსიმალურად სწრაფად დასრულდება“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, უსაფრთხოებისა და ვანდალიზმის ფაქტების პრევენციის მიზნით, მიწისქვეშა გადასასვლელის ყველა გვირაბში დამონტაჟებულია ვიდეოკამერები და 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს მონიტორინგი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება