მედია - რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების ბოლო დღეს 50-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს

რუსეთში, საპრეზიდენტო არჩევნების მესამე დღეს სამართალდამცავებმა 50-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, - ინფორმაციას გამოცემა „მედუზა“ პროექტ OVD-Info-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის დროს, რუსეთის 14 ქალაქში სულ მცირე 51 ადამიანი დააკავეს.

უფლებადამცველების თქმით, დაკავებების ყველაზე მეტი რაოდენობა ყაზანში (მინიმუმ 23 ადამიანი) და მოსკოვში (მინიმუმ 10 ადამიანი) დაფიქსირდა.

როგორც ადამიანის უფლებათა პროექტს ყაზანის მცხოვრებმა ალექსანდრე შირშოვმა განუცხადა, ის დააკავეს, რადგან საარჩევნო უბანზე 17 მარტს 12:00 საათზე მივიდა.

გამოცემა 7x7-ის ცნობით, ყაზანში დაკავებულები მალევე, პროტოკოლის გარეშე გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, დღეს, რუსეთში, მოსკოვის დროით 12:00 საათიდან, საპროტესტო აქცია „შუადღე პუტინის წინააღმდეგ“ მიმდინარეობს. აქცია 12:00 საათზე, საარჩევნო უბნებზე მისვლას და ამჟამინდელი პრეზიდენტის წინააღმდეგ ხმის მიცემის ან ბიულეტენის დაზიანებას ითვალისწინებს.

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, აქციის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ალექსეი ნავალნიმ. ნავალნის გარდაცვალების შემდეგ მისმა თანაგუნდელებმა საზოგადოებას პოლიტიკოსის უკანასკნელი სურვილების ასრულებისკენ მოუწოდეს და ვლადიმერ პუტინის ყველა ოპონენტს შესთავაზეს, 17 მარტს, 12:00 საათზე, საარჩევნო უბნებზე ერთდროულად მივიდნენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს