ემანუელ მაკრონი უკრაინაში ჯარების გაგზავნაზე - შესაძლოა, რაღაც მომენტში, ადგილზე ოპერაციების ჩატარება მოგვიწიოს

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, უკრაინაში, რაღაც მომენტში შესაძლოა, დასავლეთის სახმელეთო ოპერაციები საჭირო გახდეს.

„შესაძლოა, რაღაც მომენტში - მე ეს არ მინდა, მე არ ვიქნები ინიციატორი - შესაძლოა, ჩვენ მოგვიწიოს ოპერაციების ჩატარება ადგილზე, როგორიც არ უნდა იყოს ისინი, რუსეთის ძალებთან დასაპირისპირებლად. საფრანგეთის ძალა არის ის, რომ ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება“, - განუცხადა მაკრონმ Le Parisien-ს.

გამოცემა France24-ი წერს, რომ მოკავშირეებს შორის არსებობს სერიოზული უთანხმოება უკრაიაში სახმელეთო ოპერაციების ჩატარებისა და კიევისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდებასთნ დაკავშირებით.

მაკრონი კიევის მიმართ სოლიდარობის ნიშნად პარასკევს ბერლინში გერმანელ და პოლონელ კოლეგებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ე.წ. ვაიმარის სამკუთხედის სამი ქვეყანა გაერთიანდა იმ მიზნით, რომ არასოდეს დაუშვან რუსეთის გამარჯვება და რომ ბოლომდე მხარი დაუჭირონ უკრაინელ ხალხს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს