მიკოლაივში აფეთქებების ხმა ისმოდა, დაშავებულია ხუთი ადამიანი

უკრაინის ქალაქ მიკოლაივში საჰაერო განგაში გამოცხადდა და აფეთქებების ხმა ისმოდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ქალაქის მერის, ალექსანდრ სენკევიჩის ინფორმაციით, მიკოლაივში ორი აფეთქების ხმა გაისმა.

მოგვიანებით, მიკოლაივის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კიმმა განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა.

„ამჟამად არსებული ინფორმაციით, ასეთი მდგომარეობაა: დაზიანებულია ბევრი კერძო სახლი, ავტომობილები, დაშავებულია ხუთი ადამიანი. უფრო დეტალურ რიცხვებს მას შემდეგ შემოგთავაზებთ, რაც თავდასხმის ტერიტორიას შევამოწმებთ“, - აღნიშნა კიმმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება