ვლადიმერ პუტინი - არ გამოვრიცხავ, იძულებული გავხდეთ, შევქმნათ გარკვეული სანიტარული ზონა იმ ტერიტორიებზე, რომელიც დღეს კიევის რეჟიმის დაქვემდებარებაშია

რუსეთის მოქმედი პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთს ყველა პირობა აქვს, რომ ქვეყანა გაძლიერდეს.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო ქვეყნისთვის, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავაერთიანოთ საზოგადოება, ვაჩვენოთ ჩვენი არჩევანის სისწორე, რომელსაც მივყვებით, სწორი გზა, რომელსაც მივყვებით და შევქმნათ პირობები შემდგომი წინსვლისთვის, რათა რუსეთი კიდევ უფრო ძლიერი, უფრო ეფექტური იყოს და ყველა პრობლემის გადაჭრა შეეძლოს“, - აღნიშნა პუტინმა, რომელიც არჩევნების დასრულების შემდეგ საარჩევნო შტაბში მივიდა.

ახალი საპრეზიდენტო ვადის გეგმებზე საუბრისას მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია ე.წ. „სპეცოპერაციების“ ამოცანების გადაჭრა, თავდაცვისუნარიანობისა და შეიარაღებული ძალების გაძლიერება.

პუტინის თქმით არ გამორიცხავს, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე სანიტარული ზონა შექმნას.

„არ ვარ მზად ახლა ვისაუბრო იმაზე, თუ რა, როგორ და როდის უნდა შემოვიერთოთ, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ დღევანდელი ტრაგიკული მოვლენების გათვალისწინებით, რაღაც მომენტში იძულებული ვიყოთ - როცა მიზანშეწონილად ჩავთვლით - შევქმნათ გარკვეული სანიტარული ზონა დღევანდელ ტერიტორიებზე, რომელიც კიევის რეჟიმს ექვემდებარება. უსაფრთხოების ზონის შექმნა, რომლის გადალახვაც საკმაოდ რთული იქნება იმ იარაღის გამოყენებით, რომელსაც მტერი იყენებს, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უცხოური წარმოების“, - განმარტა პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთი ყოველთვის ემხრობა უკრაინის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებებს, მაგრამ არა იმიტომ, რომ მტერმა გადაიარაღებისთვის პაუზა აიღოს.

”ყოველთვის ვამბობდი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ჩვენ ვართ მშვიდობიანი მოლაპარაკებების მომხრე, მაგრამ არა იმიტომ, რომ მტერს ვაზნები ეწურება, არამედ, თუ მართლა სერიოზულად უნდათ, გრძელვადიან პერსპექტივაში ორ სახელმწიფოს შორის მშვიდობიანი, კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებისთვის და არა 1,5-2 წლით გადაიარაღებისთვის პაუზის მიზნით. ეს არის ძალიან სერიოზული კითხვები“, - განაცხადა პუტინმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება