ბელგოროდის გუბერნატორი - უკრაინის მხრიდან დაბომბვის გამო 13 დასახლება ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

უკრაინის მიერ განხორციელებული დაბომბვის შემდეგ რუსეთის ბელგოროდის ოლქის გრაივორონის რაიონის ცამეტი დასახლება, მათ შორის ქალაქი გრაივორონი, ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, რაიონში ვითარება კვლავ დაძაბულია, - ამის შესახებ ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა.

გუშინ გუბერნატორმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გრაივორონის რაიონში ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოები გრძელდება. ამჟამად ელექტროენერგია 13 დასახლებას არ მიეწოდება.

„გრაივორონის რაიონში ვითარება კვლავ დაძაბულია. დღეს ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია 13 დასახლება, მათ შორის ქალაქი გრაივორონი. ჩემი მოადგილე სერგეი დოვგოლიუკი უკვე მეორე დღეა გრაივორონში მუშაობს. ის ენერგეტიკოსებთან ერთად ცდილობს, აღადგინოს ელექტრომომარაგება. იმედი მაქვს, რომ სამუშაოები დასრულდება“, - განაცხადა გლადკოვმა.

მისი თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გრაივორონის რაიონის დასახლებები უკრაინის მხრიდან მასიური დაბომბვის ქვეშ არიან.

გუბერნატორის ინფორმაციით, გუშინ რაიონში დაბომბვისას ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

ცნობისთვის, ქალაქი გრაივორონი უკრაინის საზღვრიდან ხუთ კილომეტრში მდებარეობს, მისი მოსახლეობის რაოდენობა 6 000-ს აჭარბებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს