ასოციაცია „ევროპის დროით“ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით გთავაზობთ ყოველთვიურ „შრომის ბიულეტენს“

2019 წელს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერითა და ასოციაციის „ევროპული დროით“ მიერ ითარგმნა ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებები შრომის სამართლის სფეროში და განხორციელდა ანალიზი ქართული შრომის კანონმდებლობისა და ევროკავშირის სამართალთან მიმართებით. წიგნის ავტორები არიან ეკატერინე ქარდავა, ეკატერინე გასიტაშვილი, ნინო ბაქაქური, მაკა კარტოზია და ნინო ლიპარტია. https://library.fes.de/pdf-files/bueros/georgien/16010.pdf

ერთ-ერთი საკითხი შეეხო გამოძახებით მუშაობას („On-call და Stand-by მუშაობისას სამუშაო დროის განმარტების თავისებურებანი ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო პრაქტიკაში“, ქარდავა ე.). ასეთი მუშაობა ჯერ კიდევ დაურეგულირებელია საქართველოში.

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება, კერძოდ Jaeger case, ეხება ექიმის გამოძახებით მუშაობას. ექიმი Jaeger დაობდა სამუშაო დროისა და დასვენების დროის ცნებების განმარტებასთან დაკავშირებით გამოძახებით მუშაობის (Bereitschaftsdienst) კონტექსტში. ექიმი, თავისი სამუშაო დროის შემდეგ, დასასვენებლად/დასაძინებლად ისევ კლინიკაში რჩებოდა, რამეთუ მზად უნდა ყოფილიყო გამოძახებით მუშაობისთვის. მთავარი შეკითხვა იყო - ასეთი შესვენება/დასვენება (როდესაც ექიმი არ ტოვებს სამუშაო ადგილს) ჩაითვლება თუ არა სამუშაო დროში?

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ (CJEU) განმარტა, რომ: „პროფესიული არააქტიურობა/უმოქმედობა მახასიათებელი ნიშანია on-call მუშაობისთვის იქ, სადაც ექიმს მოეთხოვება სამსახურში გამოძახების ლოდინში ყოფნა, განსხვავებით ნორმირებული/ჩვეულებრივი სამუშაო საათებისგან. ჩვეულებრივ სამუშაო დროს სასწრაფო და გადაუდებელი ინტერვენციის (ოპერაციის) საჭიროება, დამოკიდებულია ვითარებაზე და არ შეიძლება წინასწარ იყოს დაგეგმილი. ფაქტობრივად, ვალდებულება, რომელიც ექიმს არ აძლევს შესაძლებლობას აირჩიოს ლოდინის ადგილი, არის კიდეც მოვალეობის შესრულების მოცულობის შემადგენელი ნაწილი. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ისიც, რომ stand-by რეჟიმში მყოფი ექიმებისგან განსხვავებით (სადაც ექიმს მოეთხოვება ხელმისაწვდომი იყოს და არ მოეთხოვება სამსახურში ყოფნა), on-call რეჟიმში მყოფი ექიმი, რომლის ვალდებულებაა, დამსაქმებლის მითითებით სამუშაო ადგილზე ყოფნა, წარმოადგენს მნიშვნელოვანი შეზღუდვის სუბიექტს იმდენად, რამდენადაც იგი არის ოჯახისგან შორს, მოწყვეტილია თავის სოციალურ გარემოს და აქვს ნაკლები თავისუფლება, საკუთარი შეხედულებისამებრ მართოს უმოქმედობის დრო. ასეთი დასაქმებული არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს დასვენების პერიოდში მყოფ პირად, მიუხედავად იმისა, რომ არ ასრულებს პროფესიულ მოვალეობებს“.

საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება დაუახლოვდეს ევროკავშირის 2003/88 დირექტივას სამუშაო დროის შესახებ. CJEU-ის გადაწყვეტილებანი და განმარტებანი მნიშვნელოვნად გასათვალისწინებელია საქართველოში შრომის კულტურის ჩამოყალიბებისა და დასაქმებულის სამუშაო დროის სათანადოდ ანაზღაურების პოლიტიკის ნაწილში.

იხ. წიგნი, გვ. 109-153. https://library.fes.de/pdf-files/bueros/georgien/16010.pdf

მოგვწერეთ, გვკითხეთ

european.time.geo@gmail.com

ekakardava2014@gmail.com

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს