პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე - რა საჭირო იყო კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნა, თუკი არ შევასრულებდით და გავითვალისწინებდით არაფერს?!

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის განცხადებით, რა საჭირო იყო "საარჩევნო კოდექსში" შეტანილ ცვლილებებზე ვენეციის კომისიის ჩართვა, თუ წინასწარ იყო ჩაფიქრებული, რომ არცერთი მისი რეკომენდაცია და შეთავაზება საქართველოს პარლამენტს არ უნდა გაეთვალისწინებინა.

ამის შესახებ მან პარლამენტში საკომიტეტო მოსმენისას განაცხადა, სადაც დეპუტატები კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.

„ჩვენ გთავაზობთ ცესკო-ს ისეთ დაკომპლექტებას, რის შემდეგაც მას ექნება სრულფასოვანი ნდობა როგორც პარლამენტიდან, ასევე საზოგადოებიდან, რაც უზრუნველყოფს ჩვენს ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. ასევე, რაც იკითხეთ, რომ მოქმედ თავმჯდომარეს ვიღაცამ უკანა კარი გაუღო და ამით საფრთხე შეუქმნა მის სიცოცხლეს, ზოგადად, ასეთი ინსინუაციების გამოსარიცხად შემოგთავაზეთ ვარიანტი, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის არ ყოფნის შემთხვევაში, მისი მოვალეობა შეესრულებინა არა ოპოზიციიდან დანიშნულ წევრს, არამედ არაპარტიულ მოადგილეს, რომელიც ახორციელებს ადმინისტრაციულ ფუნქციებს. რაც შეეხება კიდევ ერთ კითხვას, რა საჭირო იყო ამ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნა, თუკი არ შევასრულებდით და გავითვალისწინებდით არაფერს?! აბსოლუტურად გეთანხმებით, საერთოდ ვერ ვხედავდი ვენეციის კომისიაში გაგზავნის საჭიროებას, თუ წინასწარ იყო ჩაფიქრებული, რომ არცერთი მისი რეკომენდაცია და შეთავაზება საქართველოს პარლამენტს არ უნდა გაეთვალისწინებინა. რეფორმა 6 თვე ამისთვის შეფერხდა. თუ მაინც არაფერს ითვალისწინებდნენ, 6 თვე ტყუილად ველოდებოდით. შემდეგ ჩვენ გვაბრალებდნენ, რომ 2 წელი პროცესი ჩვენ გამო გაიწელა. ჩვენ გამო პროცესი არ გაწელილია, პარლამენტმა, უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტო დაძლიეთ 2023 წლის 5 ივნისს და მას შემდეგ ეს პროცესი მიდის პარლამენტის მხრიდან“,- განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება