მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე სიმონ ნოზაძემ სასამართლოში ჩვენება მისცა

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე სასამართლოში ჩვენება სდსს-ის ამჟამინდელი უფროსის, ანზორ ჩუბინიძის მრჩეველმა, სიმონ ნოზაძემ მისცა.

როგორც პროცესის დასრულების შემდეგ ნოზაძემ აღნიშნა, ის საქმესთან დაკავშირებით იმ ინფორმაციას ფლობს, რაც ღია წყაროებითაა ცნობილი.

“ამ საქმესთან დაკავშირებით, მე მხოლოფ ღია წყაროებით გამოქვეყნებულ ინფორმაციას ვფლობ. სხვა რამის თქმა არ შემიძლია. 2015 წელს აქვს დაცვის მხარეს წერილი მოწერილი და მე ნათქვამი მაქვს, რომ მასალები პროკურატურას აქვს ამოღებული და არ შეგვიძლია რამე მოგწეროთ-მეთქი. ცოტა უცნაური კითხვები იყო, შეასრულებდა თუ არა სამსახური კანონებსო, მე ვწერ - შესაძლო ხარჯების გაწევის შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად”, - განაცხადა ნოზაძემ.

კითხვაზე, ახსენდება თუ არა, რომელიმე პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, ან მთავრობის განკარგულება, რომლიც სდსს-ს არ შეუსრულებია, ნოზაძე პასუხობს, რომ „ეს არ იცის“.

„სიმართლე გითხრათ, შეუსრულებიათ თუ არა, მე ეს არ ვიცი. მე ვუთხარი, რომ ქვედანაყოფები არსებობს შესაბამის სამსახურებში და მათ მიმართონ. გარდა ამისა, შეკითხვები იყო ედუარდ შევარდნაძის დროინდელ ეპოქაზე, მაშინ სამსახურის უფროსის მოადგილე ვიყავი, მაგრამ ხანგრძლივი დროის გასვლის გამო, არ მახსენდება მაშინდელი დეტალები. შევარდნაძის დორინდელი რა უნდა გაიხსენო ადამიანმა, მითუმეტეს, პარალელის გავლება რთული საქმეა. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ინფორმაციაზე ხელი არ მიმიწვდებოდა, არ უნდა მცოდნოდა და არ ვიცი.... დიდი ჩამონათვალი წარმომიდგინეს ტრანზაქციების , ჩემთვის უცბნობი დოკუმენტი იყო და ინფორმაციას არ ვფლობ-მეთქი, ვუთხარი“, - განაცხადა ნოზაძემ.

ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეს, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება