უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებული უმაღლესი განათლების აღიარებასთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებებს სთავაზობს

უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებული უმაღლესი განათლების აღიარებასთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებებს სთავაზობს.

პარლამენტში ინიცირებულია „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლის მიღების შედეგად, უცხო ქვეყანაში დისტანციური ფორმით განათლების მიღების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლება ექნება იმ შემთხვევაში, თუ უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებული განათლება აღიარებული ექნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და საერთო სამაგისტრო გამოცდასა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარს წარმატებით გადალახავს.

გარდა ამისა, კორექტირდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე და ასევე, მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის მიღების საფუძვლები. კერძოდ, აბიტურიენტების ხელშეწყობისა და სტუდენტების მობილობის მიზნით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, სამინისტროს მიერ დადგენილი წესითა და დადგენილ ვადებში, დასაშვები იქნება საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებიც სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით ცხოვრობდნენ, სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში - ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივა პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება