ვიქტორ დოლიძე - ამგვარ ტურბულენტურ გარემოში ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი თბილისში ძალიან მნიშვნელოვანია - ვაშინგტონის სამიტზე საქართველო რომ იქნება წარმოდგენილი, ეს შემიძლია დაგიდასტუროთ

ნატო-ში საქართველოს ელჩის, ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ამგვარ ტურბულენტურ გარემოში ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტი თბილისში არის ძალიან მნიშვნელოვანი, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც უახლოეს მომავალში დაგეგმილია ვაშინგტონი-ნატო-ს სამიტი.

აღნიშნულის შესახებ ვიქტორ დოლიძემ ჟურნალისტებს თბილისის აეროპორტში განუცხადა, როდესაც ისაუბრა თბილისში სტოლტენბერგის ვიზიტთან დაკავშირებით.

„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო გენერალურ მდივანს, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების სრულფასოვანი განხორციელების თვალსაზრისით, ისევე, როგორც ჩვენ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, თავდაცვისუნარიანობის გაზრდის თვალსაზრისით. ამიტომ, ამგვარ ტურბულენტურ გარემოში მისი ვიზიტი თბილისში არის ძალიან მნიშვნელოვანი, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც უახლოეს მომავალში, ზაფხულში დაგეგმილია ვაშინგტონი-ნატო-ს სამიტი, სადაც რა თქმა უნდა, ჩვენი მომავალი, ასევე პოლიტიკური პრაქტიკული მხარდაჭერის და წარმატებული ისტორიის ელემენტები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რაშიც მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ”, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

რაც შეეხება ვაშინგტონის სამიტის მოლოდინს, მისი თქმით, სამიტზე საქართველო წარმოდგენილი იქნება.

„ბუნებრივია, ყოველთვის, როდესაც ამგვარი უმაღლესი დონის შეხვედრები იმართება ხოლმე ჩვენ ვმუშაობთ, როგორც მის პოლიტიკურ, ასევე ადმინისტრაციულ დეტალებზე. ჩვენ დღესაც ვაპირებთ გენერალურ მდივანთან ერთად განვიხილოთ ეს თემები. კონკრეტულ შედეგზე ჯერჯერობით ნაადრევია საუბარი, ეს მარტო საქართველოს არ ეხება, ისევე, როგორც მარტო უკრაინას არ ეხება. დანარჩენს გვაჩვენებს მომავალი. ჩვენ სწორედ ამიტომაც ვართ ამგვარ ინტენსიურ, დინამიურ კონსულტაციებში მოკავშირეებთან ეს იქნება ბრიუსელი, თუ თბილისი. გახსოვთ, პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი სწორედ ბრიუსელში იყო. [ვაშინგტონის სამიტზე] საქართველო რომ იქნება წარმოდგენილი, ეს შემიძლია ახლავე დაგიდასტუროთ, მაგრამ რა ფორმით და რა დონეზე, ამას მოგვიანებით გეტყვით”, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო