წნორში ბაზისბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა

ბაზისბანკი აგრძელებს ფილიალების ქსელის გაფართოებას. წნორში, დ. აღმაშენებლის ქ. 9-ში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განახლებული ფილიალი გაიხსნა, რომელიც წნორის და მიმდებარე რაიონების მაცხოვრებლებს, ასევე ადგილობრივ ფერმერებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობას მისცემს ისარგებლონ მაღალი ხარისხის კომპლექსური საბანკო მომსახურებით კომფორტულ სივრცეში.

ბაზისბანკის განახლებული ფილიალი მომხმარებელს სთავაზობს:

  • საუკეთესო პირობებს ბიზნეს სესხებზე
  • შეღავათიან აგრო სესხებს მეურნეობის განვითარებისთვის
  • საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს ბიზნესისთვის
  • ვალუტის საუკეთესო კურსებს
  • ანაბრების მრავალფეროვან არჩევანს მაღალი საპროცენტო სარგებლით
  • საუკეთესო შეთავაზებებს სესხებსა და საკრედიტო ბარათებზე ფიზიკური პირებისთვის
  • საერთაშორისო და ადგილობრივი ფულადი გზავნილების სისტემებით სარგებლობას
  • კომუნალური და სხვა სახის გადახდების შესაძლებლობას

ბაზისბანკის წნორის ფილიალის გახსნას, ბანკის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივი ფერმერები და ბიზნესის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ფილიალი მომხმარებელს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10.00-18.00 საათამდე, შაბათს 10.00-14.30 საათამდე მოემსახურება, კვირა დასვენების დღეა.

„ბაზისბანკი, საქართველოს მასშტაბით, 40 ფილიალით არის წარმოდგენილი და მომავალშიც გააგრძელებს ქსელის გაფართოებას. ბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას მომხმარებლისთვის საუკეთესო საბანკო გამოცდილების შექმნა და ბანკთან ურთიერთობის გამარტივება წარმოადგენს. შესაბამისად, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ვთავაზობთ საბანკო პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებიც ზოგავს მათ დროს და კომფორტულს ხდის ფინანსური მომსახურების მიღებას.“ - აღნიშნა ბაზისბანკის საცალო ბიზნესის დირექტორმა, ლევან გარდაფხაძემ.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს