ფინანსთა მინისტრი - მიმდინარე წელს გვექნება სიახლეები სახელმწიფო საწარმოების მიმართულებით - ვფიქრობთ, მინიმუმ 1 საწარმო მაინც გამოვა ბაზარზე და დამოუკიდებლად შეძლებს ფინანსების მოძიებას

ჩვენ მიმდინარე წელს გვექნება სიახლეები სახელმწიფო საწარმოების მიმართულებით. ვფიქრობთ, მინიმუმ 1 საწარმო მაინც გამოვა ბაზარზე და დამოუკიდებლად შეძლებს ფინანსების მოძიებას, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ჟურნალისტებთან დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო საწარმოების რეფორმებთან დაკავშირებით მზა ფორმულები არ არსებობს.

„სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ზოგადად, სახელმწიფო საწარმოების რეფორმა არის რეფორმა, რომელიც საკმაოდ რთული რეფორმაა. ასეა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ინდივიდუალურია და არ არის მზა ფორმულები სახელმწიფო საწარმოების რეფორმებთან დაკავშირებით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს, თუ გადავხედავთ ბოლო წლების ფისკალურ მაჩვენებელს სახელმწიფო საწარმოებისა, ის მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

რამდენიმე ამოცანა გვაქვს. სახელმწიფო საწარმოები არ უნდა ქმნიდნენ ფისკალურ რისკებს ქვეყნისთვის. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ხდება. მეორე მხრივ, მათ უნდა შეეძლოთ ბაზარზე წვდომა და დამოუკიდებლად ფინანსების მოძიება. ის ფინანსური პარამეტრები, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია გაუმჯობესდა, ძალიან ბევრ სახელმწიფო საწარმოს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ სუვერენული დაფინანსების გარეშე შეძლონ მოიპოვონ დაფინანსების შესაძლებლობები სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ, მიმდინარე წელს გვექნება სიახლეები სახელმწიფო საწარმოების მიმართულებით. ვფიქრობთ, მინიმუმ 1 საწარმო მაინც გამოვა ბაზარზე და დამოუკიდებლად შეძლებს ფინანსების მოძიებას“, - აღნიშნა მინისტრმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია